ტერატოგენები

ცნობილია, რომ თანდაყოლილი დეფქტებით ბავშვის გაჩენის რისკი მჭიდრო კავშირშია გარემოს დაბინძურების ხარისხთან. გარემოსდაცვითი ღონისძიებები და აქტიური ეკოლოგიური პროგრამები ამცირებენ თანდაყოლილი დეფექტებით ბავშვთა დაბადების რისკს.

 

იმუნოტოქსინები, როგორც ტერატოგენები.

გარემოში არსებულმა ნივთიერებებმა, ქიმიკატებმა, რადიაციამ და ვირუსებმა, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიური განვითარება. ერთი ტერატოგენის მოქმედებამ, რამდენიმე ტერატოგენის მოქმედების ანლოგიურად შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მალფორმაციები.

ქიმიკატების, მედიკამენტების, რადიაციის ზემოქმედების ერთ-ერთ სამიზნე სისტემას წარმოადგენს იმუნური სისტემა. იმუნური სისტემისა და მასზე მოქმედი ნივთიერებების ურთიერთქმედება შეიძლება 3 ტიპის იყოს: 1) იმუნოსუპრესია, 2) აუტოიმუნური ფუნქციების დარღვევა, 3) იმუნური სისტემის ალერგიური რეაქციები. იმუნური სისტემის ასეთი დარღვევები ზრდის ინფექციური დაავადებების, ნეოპლაზიების (კიბოს), აუტოიმუნური დარღვევებისა და ალერგიების რისკს. იმუნოტოქსიკოლოგიაში ახალი გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ერთი ტერატოგენის ზემოქმედებამ პრენატალურ პერიოდში შეიძლება დააზიანოს ნაყოფის იმუნური სისტემა. ახალშობილები იბადებიან იმუნური სისტემის დისფუნქციით, რაც ზრდის ალერგიების, ქრონიკული ინფექციების, აუტოიმუნური დაავადებების, ათვისების უნარის პრობლემების და ბავშვებში კიბოს განვითარების რისკს.

იმუნოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, შეიძლება დაყოფილი იყოს იმუნოდეპრესანტებად და იმუნოსტიმულატორებად, მაგრამ უფრო შესაფერისი განსაზღვრება იქნება მათი გაერთიანება იმუნომოდულატორებში, რადგანაც ორივე ჯგუფის პრეპარატებს ახასიათებთ პარადოქსული იმუნური ეფექტი.

ქვემოთ მოყვნილია სხვადასხვა მედიკამენტებისა და ნივთიერებების ტერატოგენული ეფექტი იმუნურ სისტემაზე.

ტყვია და ვერცხლისწყალი

გამოკვლევებით დადგინდა ტყვიის იმუნოსუპრესიული მოქმედება, რაც ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას მძიმე ინფექციური დაავადებების მიმართ. ტყვიას და ვერცხლისწყალს ახასითებს ციტოტოქსიური მოქმედება უჯრედების გარკვეულ ტიპზე, რაც თავის მხრივ იწვევს ალერგიისადმი მგრძნობიარობას. ტყვიითა და ვერცხლისწყლით გამოწვეულმა იმუნომოდულაციამ შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნური დაავადებები. ტყვიის მაღალი შემცველობის დონე პრენატალურ პერიოდში იწვევს მეტყველების გაძნელებას და ყურადღების კონცენტრირების დარღვევას ბავშვის შემდგომი განვითარების პროცესში. ვერცხლისწყალი ასევე ტერატოგენულად მოქმედებს თავის ტვინის განვითარებაზე, და შეიძლება გამოიწვიოს ზრდის დეფიციტი, სიბრმავე, სიყრუე, მიკროცეფალია და კუნთების დაბალი ტონუსი. ვერცხლისწყალმა დამღუპველი ზეგავლენა იქონია მინამატა ბაიში, იაპონიაში, იმ ბავშვებზე, რომელთა დედებიც იკვებეოდნენ ვერცლისწყლით დაბინძურებული წყლების თევზით.

ანტიჰისტამინური პრეპარატები

წარმოადგენენ ფარმაკოლოგიურად აქტიურ იმუნოსუპრესანტებს. ალერგიული რეაქცია იწყება, როდესაც ალერგენი (უცხო ანტიგენი) მოქმედებს T უჯრედებზე. გააქტიურებული T-უჯრედები თავიანთ მხრივ ახდენენ B-უჯრედების გააქტიურებას, რათა მათ მოახდინონ igE-ს გამომუშავება დიდი რაოდენობით. ამავე დროს T-უჯრედები გამოყოფენ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ ბაზოფილებზე. ბაზოფილები უერთდებიან ახლად წარმოქმნილ igE-ს და როდესაც ეს უჯრედები მოდიან უთიერთქმედებაში ალერგენებთან, ისინი იწყებენ ჰისტამინის, ჰეპარინის და სხვა მედიატორების გამონთავისუფლებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ალერგიულ რეაქციაზე.

ანტიჰისტამინები ახდენენ ჰისტამინის მოქმედების ბლოკირებას სისხლძარღვებზე, გლუვ კუნთებზე, რის შედეგადაც ხდება ორგანიზმის მიერ ალერგენის სუპრესია (დათრგუნვა).

ანტიჰისტამინურ პრეპარატებს თავისთავად ახასიათებს გვერდითი მოვლენები რომელის სიმპტომატიკაც დამახასიათებელია იმუნური დისფუნქციისთვის: გამონაყარი, ფოტოსენსიურობა, კანკალი, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ინსომნია (უძილობა), პარესთეზია (გაბუჟება), მხედველობის დაბინდვა, თავის ტკივილი, გასტროინტესტინალური პრობლემები, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია და ა. შ.

ანტიჰისტამინური პრეპარატების მსგავსად იმუნომოდულატორებსაც ახასიათებთ სტატიკური მოქმედება: ადვილად დაღლა, ძილიანობა და ზიგიერთში პირიქით აგზნებადობა.

მარიჰუანა და ალკოჰოლი

აქვეითებენ იმუნური სისტემის ფუნქციას და პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედებით ახდენენ ორგანიზმის დაავადებისადმი წინააღმდეგობის დაქვეითებას. ასეთივე მოქმედება ახსიათებთ ნაყოფზეც. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით იბადებიან ის ბავშვები, რომელთა დედებიც ქრონიკული ალკოჰოლიკები არიან. ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია ზრდისა და გონებრივი განვითარების დარღვევები, მიკროცეფალია, გულისა და ჩონჩხის ანომალიები.

მარიჰუანას გამოყენება ორსულობის დროს ზრდის ნაყოფის არალიმფობლასტური ლეიკოზით დაავადების რისკს.

გლიკოლ-ეთერი

ეს ის ნივთიერებაა, რომელსაც შეიცავს მელანი, საღებავი, ცელულოზა, ტყავი.

იმ პირთა იმუნოლოგიურმა გამოკვლევამ, რომელთაც შეხება აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის წარმოებასთან, გამოვლინა T- და T4 ჰელპერების შემცირება, კილერებისა და B-ლიმფოციტების რაოდენობის გაზრდა.

ძვლის ტვინის დაზიანების შემთხვევები აღმოჩენილ იქნა იმ პირებში, რომლებსაც წარმოებაში კონტაქტი აქვთ გლიკოლ-ეთერთან. ქიმიური ზემოქმედებით გამწვეული იმუნოდეფიციტის სინდრომი აღმოჩენილი იქნა იმ პირებში, რომლებიც აწარმოებენ სილიკონს. ამ დაავადებას ახასიათებს T-უჯრედების ფუნქციის დარღვევა, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, ალერგიული რეაქციები მელანზე, პარფიუმერიაზე, საწვავზე, საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებზე, ინფექციური დაავადებების ხშირი რეციდივები, დეპრესია, გასტროინტესტინალური ჩივილები, ქრონიკული თავის ტკივილი, კანკალი, კონცენტრაციის, ათვისების უნარის და მეხსიერების დაქვეითება და ზოგჯერ სპონტანური აბორტები და უშვილობაც კი.

ორსულებში, რომელთაც ჰქონდათ ამ ნივთიერებეგბთან შეხება იწვევს ტოქსიკოზს და ტოქსიურად მოქმედებს ნაყოფზეც, რაც იწვევს სხვადასხვა თანდაყოლ დეფექტებსა და ნაყოფის იმუნური სისტემის დისფუნქციებს.

დიოქსინი

შედის არომატიზირებული გალოგენების შემადგენლობაში. მისი ტოქსიური მოქმედება გამოხატულია ტერატოგენეზში და თიმუსის ჯირკვლის ატროფიაში. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ანტისხეულების გამომუშავების უნარის დაქვეითება დედის ორგანიზმში იწვევს იმუნომედიატორული უჯრედებისა და ლიმფოპროლიფერაციული სისტემის გაზრდილ მგრძნობელობას პათოგენური და სიმსივნური ფაქტორების მიმართ.

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დიოქსინი ძირითადად მოქმედებს 2 სამიზნე სისტემაზე: კანზე და თიმუსზე, იწვევს მისი ზრდისა და უჯრედების დიფერენციაციის ანომალიებს, ახდენს გრანულოციტ-მაკროფაგების კოლონიების დათრგუნვას, იმუნური და ჰემატოპოეზური სისტემის და B-უჯრედების დათრგუნვას, რაც გამოიხატება თიმუსის ატროფიაში, იმუნომედიატორების სუპრესიაში, რაც, თავის თავად, ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ინფექციების მიმართ.

იმ კონტიგენტის გამოკვლევამ, რომელთაც შეხება ჰქონდათ დიოქსინთან 17 წლის წინ, გამოავლინა იმუნური სისტემის დარღვევები: ანტინუკლეარული ანტისხეულებისა და იმუნური კომპლექსების რაოდენობის ზრდა პერიფერიულ სისხლში, რაც იწვევს ორაგანიზმის შესაძლებლობის დაქვეითებას იმოქმედოს სპეციფიკურ ანტიგენზე.

სიმსივნე არის ქიმიური და ვიურსული იმნოსუპრესიის ერთ-ერთი შედეგი. სარკომების და არა-ჰოჯკინის ლიმფომის დიდი სიხშირე გამოვლენილი იქნა იმუნოდეფიციტით დაავადებულ პაციენტებში: შიდსი, თირკმელგადანერგილი პირები. ასევე გამოვლენილი იქნა რბილი ქსოვილების სარკომის შემთხვევები იმ მოსახლეობაში, რომელთაც შეხება ჰქონდათ დიოქსინთან.

ჰოჯკინის დაავადება, ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები, იმუნური დარღვევები, კიბო, რეპროდუქციის და გონებრივი განვითარების პრობლემები გამოვლენილი იქნა ვიეტნამის ომის ვეტერანთა შვილებში.

ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა გამოავლინა ურთიერთკავშირი დიოქსინის მოქმედებასა და თანდაყოლილ დეფექტებს შორის: ნერვული მილის დეფექტი, მგლის ხახა და ა.შ.

პესტიციდები

პეტიციდების ჯგუფში შედის ინსექტიციდები, ჰერბიციდები და ფუნგიციდები. ციდი ნიშნავს მოკვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნივთიერებები კლავენ მწერებს, მცენარეებს და სოკოებს. ამ ნივთიერებების მომაკვდინებელი თვისებები ასევე ვრცელდება ადამიანებზეც და განსაკუთრებით აზიანებს იმუნურ სიტემას. პესტიციდებით დასუსტებული იმუნური სისტემის სიმპტომებია: გამონაყარი, გულისრევა, ზოგადი სუსუტე, დეპრესია, ლეიკემია, ხშირი ინფექციები და ცხელება.

ყველაზე უფრო გავრცელებულია პესტიციდებზე ალერგიული რეაქციები. ადამიანებს, რომელთა იმუნური სისტემა დათრგუნულია პესტიციდების მოქმედების შედეგად, არ შესწევთ უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ ვირუსულ ინფექციებს და  ხშირად აღენიშნებათ ჰერპესი, რეინფექციები, და B და T უჯრედების ნაკლებობა. პესტიციდებით გამოწვეული იმუნური დისფუნქციის სინდრომი მოიცავს: ვირუსული ეტიოლოგიის რეინფექციებს, იმუნოლოგიურ პათოლოგიებს, კიდურების სისუტეს, თავის ტკივილს, ნევროლოგიურ და კოგნიტურ დისფუნქციას, ყელის ქრონიკულ ტკივილს, დეპრესიას, ხასიათის ცვალებადობას.

სიმსივნეების - არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ლეიკემია და სათესლე ჯირკვლის სიმსივნის სიხშირე იზრდება სოფლის მიურნეობაში მომუშავე პერსონალში და მათ შვილებში, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ პესტიციდებთან. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ლეიკოზების ხშირი შემთხვევები აღინიშნება იმ ბავშვებში, რომელთა მშობლებიც იყენებდნენ პესტიციდებს საკუთარ ბაღში მუშაობისას.

დიეთილსტილბუსტროლი

დიეთილსტილბუსტროლი არის არასტეროიდული სინთეზური შენაერთი, რომელიც მოქმედებს ესტროგენის მსგავსად. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს პრეპარატი იხმარებოდა მოსალოდნელი სპონტანური აბორტის პრევენციისთვის. 1971 წლიდან დიეთილსტილბუსტროლთან იქნა დაკავშირებული საშოს ყელისა და ვაგინის კიბო გოგონებში, რომელთა დედებიც ამ პრეპარატით მკურნალობდნენ. ეს პრეპარატი გამოიყენებოდა როგორც ზრდის ხელისშემწყობი მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში, რასთანაც იყო დაკავშირებული სარძევე ჯირკვლის გადიდება ბავშვებში, რომლებიც იკვებებოდნენ ასეთი ხორცით პუერტო რიკოსა და იტალიაში.

ესტროგენებს, ისევე როგორც დიეთილსტილბუსტროლს ახასიათებს მნიშვნელოვანი იმუნოსუპრესიული ეფექტი. უჯრედები-კილერები, რომლებისც უშუალოდ იცავენ ორგანიზმს კიბოსა და ვირუსის უჯრედებისგან ძალიან მგრძნობიარენი არიან დიეთილსტილბუსტროლის მიმართ.

დიეთილსტილბუსტროლი არის ტრანსპლაცენტული კანცეროგენი და იწვევს ნაყოფის გენიტალიების მალფორმაციებს. ახალშობილ გოგონებს აღენიშნებათ ვაგინალური, საშოს ყელის, საშოსი და ფალოპის მილების უჯრედული და სტრუქტურული პათოლოგიები. ბიჭებში დარღვეულია რეპროდუქციული ფუნქციები, ხშირია კრიპტორქიზმი (სათესლე პარკების გამოუსვლელობა).

დიფენილჰისტადიონი (დილანტინი)

ამ ანტიკონვულსანტურ (კრუნჩხვის და ეპილეფსიის საწინააღმდეგო) პრეპარატს ახასიათებს რა ორგანიზმში დაგროვების უნარი, იწვევს მნიშვნელოვან იმუნოსუპრესიულ მოქმედებას. ნაციონალური ტოქსიკოლოგიური პროგრამის ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგენილი იქნა ამ პრეპარატის მოქმედება იმუნურ სისტემაზე. კერძოდ იგი იწვევს იგA-ს დონის დაწევას სისხლში და ძვლის ტვინის ფუნქციონირების დათრგუნვას, რაც სინოპულმონალური ინფექციების მიზეზია. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად დილანტინის მიღება იწვევს ლიმფადენოპათიის, ლიმფომის და ჰოჯკინის დაავადებას. გამოვლენილია ახალშობილებში ნეირობლასტომის შემთხვევები, რომელთა დედებიც ორსულობაში იღებდნენ დილანტინს. იმუნოსუპრესიულ მოქმედებასთან ერთად დილანტინს ახსიათებს ტერატოგენული მოქმედება ნაყოფზე, რაც გამოხატულია თანდაყოლილი მალფორმაციებით, მგლის ხახით, მიკროცეფალიით და ფსიქიური დარღვევებით.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას