ჩვენი მიზნები

ცენტრის მისია

საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი განვითარების დარღვევებისა და გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცენტრია, რომელიც უზრუნველყოფს განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების მშობელთა კონსულტაციას, განათლებას და მხარდაჭერას.

ცენტრი აგრეთვე ინფორმაციით უზრუნველყოფს საქართველოში არსებულ იმ ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ განვითარების დარღვევების და რისკის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.

ცენტრის მიზნები

  • განვითარების დარღვევების, ინვლიდთა განათლების, უფლებების დაცვის, კანონმდებლობის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება;
  • ქართველ და ამერიკელ ექსპერტებს შორის პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება განვითარების დარღვევების სფეროში;
  • განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების მშობელთათვის კონსულტაციების გაწევა მათი განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უფლებების, ფსიქოლოგიურ და აღმზრდელობით საკითხებში;
  • საქართველოში ინვალიდ ბავშვთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

ინფორმაცია მშობლებისათვის

  • დარღვევის ტიპები: გენეტიკური დარღვევები, გონებრივი ჩამორჩენილობა, ბავშვთა ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სწავლის უნარის დაქვეითება, აუტიზმი, მეტყველების დარღვევები, უყურადღებობის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ემოციური დარღვევები, ქალა-ტვინის ტრავმა, მხედველობის და სმენის დარღვევები
  • განსაზღვრება, დახასიათება, მიზეზები
  • პოპულაციაში დარღვევის აღმოცენების სიხშირე
  • განვითარების დარღვევების მქონე ბავშვთა ჯანმრთელბის დაცვის და განათლების ასპექტები
  • ინვალიდი პირების ხელმისაწვდომობის პრობლემა
  • განვითარების დარღვევების და რისკის მქონე ბავშვთა მშობლების პრობლემები
  • დაბადების დეფექტების პრევენცია და განვითარების დარღვევები
  • განვითარების დარღვევების მიზეზები და მეორადი შედეგები
  • გარემოს ფაქტორების გავლენა ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე
  • განვითარების დარღვევების და გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის შესახებ საინტერნეტო კავშირები

ინფორმაცია სპეციალისტებისათვის

  • ჯანმრთელი და უსაფრთხო ორსულობა
  • დაბადების დეფექტები
  • ტერატოგენების მოქმედება ნაყოფის განვითარებაზე
  • განვითარების დარღვევების გამომწვევი გარემოს და გენეტიკური ფაქტორები
  • განვითარების დარღვევების პრევენცია
  • ბავშვთა ინვალიდობასთან დაკავშირებული განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უფლებების დაცვის, კანონმდებლობის საკითხების შესახებ საინტერნეტო წყაროები
 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას