ლისტერიოზი

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ლისტერიოზი სერიოზული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია ლისტერია მონოციტოგენეს, და ადამიანის ორგანიზმში ხვდება ბაქტერიით დაბინძურებული საკვების მიღებისას. ეს ორგანიზმი ნიადაგისა და წყალში ცხოვრობს, სიცოცხლისუნარიანია დიდი დიაპაზონის ტემპერატურული ცვალებადობის პირობებში. დაავადება ვითარდება ბაქტერიით დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ.

ლისტერიოზი პირველადად აზიანებს ორსული ქალის, ახალშობილის, მოზარდისა და მოზრდილების იმუნურ სისტემას. ორსულებში ამ ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს გაციების მაგვარი სიმპტომატიკა: ცხელება და შემცივნება, კისრის შებოჭილობა, ძლიერი თავის ტკივილი; ხშირია ნაყოფის სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილის დაინფიცირება. დაავადება იწყება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 2-8 კვირის შემდეგ.

ორსულებში არ არსებობს ბაქტერიის მგრძნობელობაზე (ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა) სკრინინგის რუტინული ტესტი და არც ვაქცინა დაავადების პრევენციისთვის, მაგ: როგორიცაა წითურას ვაქცინა. თუ დაგეწყოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შებოჭილობა კისრის არეში, მიმართეთ თქვენს პირად ექიმს. სისხლის ან თავ-ზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (ლისტერიოზის ბაქტერიის კულტივაცია) არის უტყუარი სადიაგნოსტიკო მეთოდი. ორსულებში ზემოთ აღწერილი სიმპტომატიკის დაწყებისას სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ არის თუ არა ორსული დაავადებული ლისტერიოზით.

ლისტერიოზის თავიდან ასაცილებლად (პრევენციის მიზნით) უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დიდხანს და კარგად მოვხარშოთ და შევწვათ უმი ხორცი (ძროხის, ხბოს, ღორის და ა.შ).
    კარგად, გამდინარე წყალში გავრეცხოთ უმი ბოსტნეული
  • ერთმანეთისგან იზოლირებულად შევინახოთ უკვე მოხარშული და საჭმელად გამზადებული კერძი უმი ბოსტნეულისა და ხორცისაგან.
  • არ დალიოთ არაპასტერიზებული რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები.
  • კარგად გარეცხეთ დანა, საკეპი მანქანა და დაიბანეთ ხელები უმი ხორცის დამუშავების და შეხების შემდეგ.

ორსულებმა ამასთან ერთად უნდა გაითვალიწინონ:

  • მიირთვით მაგარი, ქარხნული წესით დამზადებული ყველი, მაწონი და რძის სხვა ნაწარმი და მოერიდეთ ბაზარში ნაყიდი ჭყინტი ყველის ჭამას; სულგუნი უფრო უსაფრთხოა.
  • თერმულად კარგად დაამუშავეთ ნახევარფაბრიკატები.
 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას