ტყვიით მოწამვლა ბავშვებში

ტყვია მეტალია, რომელიც მომწამვლელდ მოქმედებს ადამიანზე და გავლენას ახდენს მისი ორგანოების ფუნქციონირებაზე. ტყვიის დიდი რაოდენობით მიღება გნსაკუთრებით საშიშია ბავშვის მზარდი ორგანიზმისათვის. აშშ სნეულებათა კონტროლის მონაცემებით 1991 წელს ყოველი 6 გამოკვლეული ბავშვიდან 1 ჰქონდა ტყვიით მოწამვლის ნიშნები. ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი. მიუხედავად მრავალი გამოკვლევისა ჯერ კიდევ არ არის ზუსტად დადგენილი ტყვიის რა დოზაა უვნებელი ბავშვის ორგანიზმისათვის. თუმცა დღეს, გამოკვლევების საფუძველზე მიღებულია, რომ ტყვიის კონცენტრაციის მინიმალური დონე, რომელიც არ ავნებს ბავშვს არის 10 მკგ/დლ. ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული ტყვიით მოწამვლის აშკარა სიმპტომები. ამიტომ ტყვიით მოწამვლის შემთხვევები ხშირად შეუმჩნეველია და მკურნალობის გარეშე რჩება. ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საყოველთაო შემოწმება პირველადი პრევენციის მიზნით.

ტყვიით მოწამვლასთან დაკავშირებული მახასიათებლები

  • ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები
  • ინტელექტის შეფასების ტესტებში დაქვეითებული მაჩვენებლები
  • დაქვეითებული მეტყველებით გაშუალებული უნარები
  • ჰიპერაქტიულობა
  • კითხვის სირთულეები
  • კოორდინაციის გაძნელება
  • ქცევითი პრობლემები
  • დაბალი მოსწრება სკოლაში
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის უნარის დაქვეითების მაღალი პროცენტი
  • ზრდისა და განვითარების დარღვევა.

ტყვიით მოწამვლის ძირითადი მიზეზები

ტყვიის შემცველი საღებავი. საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის, სათამაშოების შესაღებად) სხვადასხვა დოზით შეიცავენ ტყვიას. განვითარებულ ქვეყნებში 1970 წლის შემდეგ დამზადებული საღებავები აღარ შეიცავს ტყვიას, მაგრამ ტყვიის შემცველი მტვერი ბავშვის ორგანიზმში მაინც ხვდება მანამდე აშენებული შენობების და ავეჯის ზედაპირიდან.

ეკოლოგიური დაბინძურება: ინდუსტრიული წარმოების ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებზე და ბავშვებზე.

ნიადაგი: გარემოს ინდუსტრიული და საწვავის გამონაბოლქვებით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედა ფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ იმათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.

სასმელი წყალი: უფრო ნაკლები წილი მოდის სასმელი წყლიდან ტყვიით მოწამვლაზე, მაგრამ ინდუსტრიული წარმოების რაიონებში, სადაც არ იცავენ ნარჩენების უსაფრთხო იზოლაციის წესებს, წყალი შეიძლება დაბინძურდეს.

საკვები: ადამიანის ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მატება ხშირია საკვებიდან. დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან ტყვია პროდუქტებში ხვდება. ამავე დროს, ტყვიის დონე საკვებში მატულობს ტყვიის შემცველი შესაფუთი კონსერვის ქილებიდანაც.

რა უნდა ვქნათ, თუკი ტყვიით მოწამვლზე გვაქვს ეჭვი?

თუ თვლით, რომ თქვენს შვილს შეიძლება ტყვიით მოწამვლა ჰქონდეს, მიმართეთ ექიმს. მოითხოვეთ ტყვიის შემცველობაზე სპეციალური სისხლის ანალიზი. თუ ანალიზმა უჩვენა ტყვიის დასაშვებზე მეტი კონცენტრაცია, ექიმი ბავშვს დაუნიშნავს შესაბამისი მკურნალობის კურსს.

ამავე დროს, მოთხოვეთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეამოწმონ თქვენი საცხოვრებელი რაიონის ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროები და გამოიკვლიონ ტყვიის ნიადაგში შემცველობა.

რა შემიძლია გავაკეთო როგორც მშობელმა, რათა დავიცვა ბავშვი ტყვიით მოწამვლისაგან?

  • სასურველია ყოვლეკვირეულად გაწმინდოთ სველი წესით იატაკი, კარ-ფანჯარა;
  • მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები;
  • მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან, ან ეზოდან სახლში მოსვლისას დაიბანოს ხელი;
  • მოერიდეთ საკვების ყიდვას რკინის კონსერვებში;
  • ეცადეთ, რომ ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმით და ცილებით გამდიდრებული საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინაღმდეგობას;
  • ბავშვს მოუმზადეთ ნაკლებ ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმიანი საჭმელი ხელს უწყობს ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის დიდი ხნით შენარჩუნებას;
  • პერიოდულად ჩაუტარეთ ბავშვს სისხლის ანალიზი ტყვიის კონცენტრაციაზე, განსაკუთრებით, თუ ცხოვრობთ ინდუსტრიულ ან ტრანსპორტით გადატვირთულ რაიონში. სისხლის ანალიზის კეთდება უკვე 6 თვის ასაკიდან, როდესაც სისხლში ტყვიის დონე მომატებას იწყებს. შედარებით დაბალი რისკის რეგიონში კი ტყვიის შემცველობაზე სისხლის ანალიზი შეიძლება 1-1.5 ასაკიდან შეიძლება ჩატარდეს;
  • დედის ორგანიზმში ტყვიის მომატებული შემცველობა გავლენს ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. ამიტომ, აუცილებელია დედის სისხლის ანალიზი;
  • ფეხმძიმობის დროს მოერიდეთ მუშაობას წარმოებაში, სადაც ტყვიით მოწამვლის რისკია;
  • მოერიდეთ ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში ფეხით სიარულს;
  • მოთხოვეთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს გაააქტიურონ მოქმედება ტყვიით გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ;
  • აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საწვავის გაყიდვის აკრძალვის ღონისძიებებში.

 

სისხლში ტყვიის დონე (მკგ/დლ) მოსალოდნელი გართულებები რეკომენდაციები
0-9 პრობლემები 6 წლამდე არ არის აღწერილი, წელიწადში ერთხელ შეამოწმეთ ბავშვი ტყვიის შემცველობაზე სისხლში. ჩარევა საჭირო არ არის.
10-14

განვითარების იოლად შეფერხების საშიშროება, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ არის გამოხატული შეამოწმეთ სისხლში ტყვიის დონე 6 თვეში ერთხელ.

შეეცადეთ ბავშვი მოაშოროთ ისეთ ადგილებს, სადაც ტყვიის კონცენტრაციის დიდი ალბათობაა.
15-19 აშკარა სიმპტომები არ ვლინდება, მაგრამ არის სწავლის პრობლემების საშიშროება, შეამოწმეთ სისხლში ტყვიის დონე 6 თვეში ერთხელ.შეამოწმეთ რკინის დეფიციტი. თუ ბუნებრივი მეთოდებით და გარემოსდაცვითი ფაქტორების კონტროლის შედეგად არ შემცირდა ტყვიის კონცენტრაცია, მაშინ მიმართეთ მკურნალობას.
20-44 არ ახასიათებს გამოკვეთილი სიმპტომები, მაგრამ არის ჰიპერაქტიულობის და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების საშიშროება. საჭიროა სრული სამედიცინო შემოწმება და სპეციალური მკურნალობა. აუცილებელია გარემოში ტყვიის დონის მატების წყაროების გამოვლენა და უვნებელყოფა.
45-69 ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ტკივილები, ანემია, ძლიერი აგზნება, ჰიპერაქტიულობა, დისკომფორტი მუცლის არეში. გადაუდებელი ინტენსიური მკურნალობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების და კონტროლის აქტიური განხორციელება.
>70 ხასიათდება მძიმე სიმპტომებით: კრუნჩხვები, კომა, სპაზმები მუცლის არეში, განვითარებაში ძლიერი ჩამორჩენა, ჰალუცინაციები. გადაუდებელი ინტენსიური სტაციონარული მკურნალობა და გარემო გამომწვევი მიზეზების აქტიური შესწავლა.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას