რა გავაკეთოთ თანდყოლილი დეფექტების პრევენციისთვის?

როგორ უნდა მოვემზადო ორსულობისათვის?
ვარ 30 წლის და მინდა შვილის გაჩენა. რა უნდა გავაკეთო განსაკუთრებული?


ა.შ.შ.-ში ყოველწლიურად 8000 ახალშობილზე მეტი იღუპება თანდყოლილი დეფექტებით და ეს არის ახალშობილთა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი.

ა.შ.შ-ში ახალშობილთა 3-დან 4%-მდე ყოველწლიურად იბადება მძიმე თანდაყოლლი დეფექტით, რაც შეადგენს ახალშობილთა 120.000-160 000  ანუ 400 ახალშობილი ყოველდღიურად.

თუ თქვენ მომავალი დედა ხართ, აუცილებლად ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 0.4 მგ. ფოლის მჟავა, მიუხედავად იმისა დაგეგმილი გაქვთ თუ არა ორსულობა. ამ  ვიტამინის მიღება თავიდან აგაცილებთ ისეთ თანდაყოლილ დეფექტებს როგორიცაა ზურგის ტვინის თიაქარი და ანენცეფალია. იმ დროისთივის როცა თქვენ დააზუსტებთ, რომ ორსულად ხართ, უკვე შეიძლება ძალინ დაგვიანებული იყოს ამ ვიტამინის მიღების დაწყება იმ დეფექტების თავიდან ასაცილებლად, რომელთა ჩამოყალიბება ხდება დაორსულებიდან 28 დღის განმვლობაში. რომ არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის მიღება, თქვენ შეგიძლიათ იგი დადოთ კბილის ჯაგრისთან ერთად, რაც შეგახსენებთ მათ ყოველდღიურ მიღებას. დაიწყეთ ფოლის მჟავას შემცველი მულტივიტამინების მიღება ყოველდღიურად.

როგორ უნდა მოვემზადო ორსულობისათვის?

ეს კარგი შეკითხვაა, რა უნდა გააკეთოთ, იმისთვის რომ თავიდან აიცილოთ მომავალი ორსულობის მოსალოდნელი გართულებები! იმის გარდა, რომ უნდა იკვებოთ სწორედ, ივარჯიშოთ, დაისვენოთ, არსებობს 5 ძირითადი პრინციპი რაც უნდა გაითვალისწინოთ დაორსულებამდე, იმისათვის რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ახალშობილის თანდაყოლილი დეფექტით დაბადების რისკი.

დაიწყეთ 0.4 მგ (400 მკრგრ) ფოლიუმის მჟავას მიღება ყოველდღიურად, რადგან ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის ათვისება თქვენი ორგანიზმის მიერ გარკვეული დროის მონაკვეთს მოითხოვს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება დაორსულებამდე და ორსულობის პირველ ეტაპზე, რადგანაც ნაყოფის ნერვული მილის ჩამოყალიბება ხდება ორსულობის პირველ თვეზე ანუ იმ პერიოდში სანამ თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ ორსულად ხართ.

მიმართეთ თქვენს პირად ექიმს: რომელიც ჩაგიტარებთ სრულ ფიზიკურ გასინჯვას, გაარკვევთ ჩატარებული გაქვთ თუ არა ყველა ვაქცინაცია, განსაკუთრებით წითურა. თუ იღებთ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რომ დაგეგმილი გაქვთ დაორსულება.

თუ ეწევით, იღებთ ალკოჰოლს ან იყენებთ ნარკოტიკებს დაუყონებლივ შეწყვიტეთ,რადგანაც ამ ნივთიერებებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ნაყოფის ჩამოყალიბებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, და თქვენს პირად ჯანმრთელობაზე.

თავი აარიდეთ ქიმიკატებს როგორც სახლში, ისე სამსახურში: ისეთები როგორიცაა ინსექტიციდები, ტყვია და ვერცხლი. აუცილებლად შეისწავლეთ იმ ქიმიკატების ანოტაცია, რომლის გამოყენებასაც აპირებთ და არ მოგერიდოთ თქვენს პირად ექიმს დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა.

თუ გყავთ კატა, მოერიდეთ მისი ადგილსამყოფელის დალაგებას, რადგანაც შიძლება კატა იყოს ტოქსოპლაზმოზის მატარებელი. ტოქსოპლაზმოზი კი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს. აგრეთვე ეცადეთ თავი აარიდოთ უმი ხორცის დამუშვებისას და ბაღში მუშაობისას ჩაიცვათ ხელთათმანები.

ვარ 30 წლის და მინდა შვილის გაჩენა. რა უნდა გავაკეთო განსაკუთრებული?

შვილოსნობის ასაკი ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია თანდაყოლილი დეფექტებისთვის. ეს უფრო ეხებათ 30-40 წლის ასაკის ქალებს, რომლებმაც აუცილებლად უნდა მიმართონ თავიანთ პირად ექიმს სანამ დაორსულდებიან. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის რეგულარული პრენატალური ვიზიტები ექიმთან მთელი ორსულობის პერიოდში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანია თქვენს პირად ექიმთან რეგულარულ პრენატალრურ ვიზიტებზე სიარული, რაც შეუწყობს ხელს ორსულობის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს არსებული პრობლემები და მოახდინოს მისი პრევენცია. მეორადი პრობლემები ან გართულებები ასევე შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ პრენატალური მოვლის პერიოდში, რაც ექიმს საშუალებას აძლევს ყოველნაირად მომზადებული შეხვდეს თქვენს მშობიარობას.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას