ეპილეფსია

რა არის ეპილეფსია?
რა ახასიათებს ეპილეფსიას?
რა მიზეზი იწვევს ეპილეფსიას?
რა სიხშირით გვხვდება ეპილეფსია?
რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ეპილეფსიის დროს?
როგორ უნდა დავეხმაროთ ეპილეფსიის მქონე ბავშვს?
რა უნდა მოვიმოქმედოთ ეპილეფსიური გულყრის დროს?
განკურნებადია თუ არა ეპილეფსია?
რისი გაკეთება შემიძლია მე როგორც მშობელს?
რა მომავალი აქვს ჩემს ბავშვს


რა არის ეპილეფსია?

ეპილეფსია ბერძნული სიტყვიდან (აპოლამბანო) მოდის და შეტევას ნიშნავს. ეპილეფსია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის ნეირონების ელექტრული აქტივობის დარღვევის შედეგად აღმოცენდება და გულყრით შეტევაში (პაროქსიზმში) ვლინდება. გულყრები მრავალფეროვანია და შეიძლება ჰქონდეს კრუნჩხვის, ცნობიერების შეცვლის, მგრძნობიერობის, ემოციური და ვეგეტატიური ფუნქციების მოშლილობის სახე.

ერთი ან რამდენიმე გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას, როგორც დაავადებას. გარემოს მავნე ზემოქმედებაზე, გარკვეულ პირობებში, ორგანიზმის რეაქცია ეპილეფსიურ გულყრაში ვლინდება. ეს არის ეპილეფსიუირ რეაქცია, რომელიც ერთეულ ხასიათს ატარებს და ცენტრალური ნერვული სისტემის პასუხია გარე მავნე გამღიზიანებელზე. მას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მწვავე მოწამვლის დროს, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, ელექტროშოკის, ინსულინური შოკის, მაღალი სიცხის დროს. ეპილეფსიურ გულყრებს ადგილი აქვთ თავის ტვინის სხვადასხვა ტიპის დაზიანების დროს, კერძოდ: სიმსივნეების, ენცეფალიტის, აბსცესის, ანევრიზმის, სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს. აღნიშნული დაავადებების დროს გმოვლენილ ეპილეფსიურ გულყრებს ეპილეფსიურ სინდრომს ან სიმპტომატურ ეპილეფსიას უწოდებენ.

საკუთრივ ეპილეფსიური დაავადების აღმოცენებისათვის აუცილებელია ორი ფაქტორის თანხვედრა: მემკვიდრეობითის ფაქტორის და გარეშე მავნე ზემოქმედების ფაქტორის. ამ სახის ეპილეფსიას “იდიოპათიურ”, პირველად ეპილეფსიას უწოდებენ. მემკვიდრეობით გადადის არა თვით ეპილეფსია, როგორც დაავადება, არამედ კრუნჩხვითი აქტივობის დაბალი ზღურბლი; გულყრებისადმი აწეული მზაობა ეპილეფსიური დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ მასთან ერთად აუცილებელია რომელიმე გარეშე მავნე ფაქტორის ზემოქმედებაც. ამიტომ პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ეპილეფსია მემკვიდრეობითი დაავადება ერთმნიშვნელოვანი არ არის. დიახ, მემკვიდრეობით გადაეცემა გულყრებისადმი წინასწარ განწყობა (დისპოზიცია), რომელიც გულისხმობს ორგნიზმისთვის დამხასიათებელ ფერმენტაციულ, მედიატორულ, მეტაბოლურ პროცესთა თავისებურების გადაცემას მემკვიდრეობით, რაც შეიძლება გახდეს თავის ტვინის კრუნჩხვითი განტვირთვისადმი აწეული მგრძნობიარობის განმსაზღვრელი. მაგრამ მხოლოდ ეს დისპოზიცია არ არის საკმარისი ეპილეფსიური დაავადების გნვითარებისათვის და საჭიროა გარეშე ფაქტორის ზემომედებაც.

ბავშვებში კრუნჩხვითი ფენომენები უფრო ხშირად გვხვდება, რადგან მათ თავის ტვინს ახასიათებს: აგზნების დაბალი ზღურბლი, აგზნებითი პროცესის სწრაფი გავრცელებისაკენ მიდრეკილება მთელს ტვინში, შეკავებითი პროცესების უკმარისობა, ჟანგბადის ჭარბი მოთხოვნილება და ა.შ. ბავშვობის ასკის კრიტიკული პერიოდები, როდესაც შესაძლოა განვითარდეს ან გახშირდეს ეპილეფსიური გულყრები არის 3-4 წელი, 7-8 წДლი და 11-14 წელი.

რა ახასიათებს ეპილეფსიას?

ეპილეფსია სხვადასხვა ფორმის გულყრებში ვლინდება. არჩევენ გენერალიზებულ და პარციალურ გულყრებს. ხშირად გვხვდება დიდი გულყრები (გრანდ მალ), რომელიც ტონურ-კლონური კრუნჩხვის სახელით არის ცნობილის და გენერალიზებული გულყრების ჯგუფს მიეკუთვნება.
* დიდი გულყრა გონების უეცარი დაკარგვით იწყება, ადამინი მოკვეთილივით ეცემა ძირს, პირქვე ან ზურგზე. დაცემისთანვე ეწყება ტონური კრუნჩხვა-სხეულის ყოველი კუნთი დაჭიმულია, მთელი სხეული იჭიმება, ადამიანი თითქოს იზმორება, ზოგჯერ დასაწყისში აღმოხდება შემზარავი ხმა. სახე ჯერ ფერმკრთალია, შემდეგ მოლურჯო- წითელი ფერი აქვს სუნთქვის გაძნელების გამო. თავი და ზოგჯერ თვალები ერთ-ერთ მხარეს ან ზემოთ არის მიქცეული. კრუნჩხვის ეს პირველი ფაზა დაახლოებით 1 წუთამდე გრძელდება და თანდათანობით გადადის მეორე- კლონურ ფაზაში. ამ დროს ადამიანი იწყებს თავის და კიდურების მოხრა-გაშლის ხასიათის  რიტმულ მოძრაობებს, უწესრიგო სუნთქვას ხმაურით, ხროტინებს, სახის სილურჯე გაუვლის, პირიდან გადმოდის დუჟი, ხანდახან სისხლიანი (ენის მოკვნეტის გამო). ამ დროს ხშირია უნებლიე შარდვა, დეფეკცია. სხეული უხვი ოფლით იფარება, იცვლება სხეულის ტემპერატურა - მატულობს ან კლებულობს. ბავშვებში ხშირია გულყრის შემდეგ პირღებინება. მთლიანი გულყრა მაქსიმუმ 5 წუთამდე გრძელდება, თუმცა ბავშვებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს-10 წუთი. მისი დამთავრების შემდეგ ადამიანი ძილს მიეცემა. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხანმოკლე და ღრმაა ძილი. გაღვიძების შემდეგ ადამიანს არაფერი ახსოვს, გაბრუებულია, დაღლილი, შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი. ხანდახან გულყრის შემდეგ მეტყველება უჭირთ, თითქოს არ ყოფნით სიტყვები. ასეთი გულყრა შეიძლება გნვითარდეს როგორც სიფხიზლეში, ასევე ძილში, განსაკუთრებით ჩაძინების ან გამოღვიძების მომენტში.

გულყრას ხშირ შემთხვევაში წინ უძღვის სხვდასხვა სახის შეგრძნებები და მდგომარეობა. ზოგიერთ ადამიანს გულყრის განვითარებმდე რამდენიმე საათით ადრე ტკივდება თავი, ან უმძიმდება თავი ან კიდურები, უქვეითდება გუნება-განწყობ, უხალისო ხდება; შეიძლება ჰქონდეს უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში, გულისცემის მომატება, სიმხურვალის ან სიცივის გნცდა დ ა.შ. თუმცა შეიძლება ასეთ შეგრძნებებს არც ჰქონდეს ადგილი.

  • მცირე გულყრები (პტი მალ), ანუ აბსანსები იყოფა მარტივად და რთულად. მარტივი აბსანსი ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, სულ რამდენიმე წამით. ბავშვი უეცრად წყვეტს მოქმედებას, შეშდება, იმ პოზაში რჩება, რომელშიც გულყრამ მოუსწრო. არ პასუხობს შეკითხვებზე, უშტერდება თვალები, ეცვლება სახის გამომეტყველება, ფითრდება. ხშირად ადგილი აქვს სუნთქვისა და მაჯის რიტმის დარღვევას, გუგების გაფართოებას. რამდენიმე წამის შემდეგ ბავშვი აგრძელებს მოქმედებას და არ ახსოვს, რომ უგონოდ იყო. ხშირად გარშემომყოფები მის ამ მდგომარეობას აღიქვამენ უყურადღებობად, დაბნეულობად. მარტივი (ტიპური) აბსანსი ხშირად გვხვდება ბავშვობის ასაკში.
  • რთული აბსანსიც უეცრად იწყება და რამდენიმე წამს მიმდინარეობს, მაგრამ მას თან სდევს სხვადასხვა სახის მოძრაობითი მოშლილობა, კუნთთა ტონუსის ცვლილებები, ან ვეგეტატიური მოშლილობა. პარციალური გულყრები მეორე დიდ ჯგუფს შეადგენენ. ასეთი გულყრები იწყება თავის ტვინში პათოლოგიური კერის მეზობლად მდებარე ნეირონების გნტვირთვით. არჩევენ მარტივ, რთულ და მეორადად გენერალიზებულ პარციალურ გულყრებს.
  • მარტივი პარციალური გულყრების დროს ცნობიერება ნათელია. ამის მაგალითია ე.წ. ჯექსონის, ფოკალური გულყრები. ნათელი ცნობიერების ფონზე ადამიანს უცებ ეწყება კუნთების რიტმული განტვირთვები კიდურებში, რომელსაც წინ შეიძლება დაჭიმულობაც უსწრებდეს. კრუნჩხვები ვითარდება სხეულის ან კიდურის რომელიმე ნაწილში და შემდეგ შეიძლება გავრცელდეს მთელ კიდურზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. მაგ. ლოკალური კლონური კრუნჩხვა შეიძლება დაიწყოს ხელის მტევნიდან და გავრცელდეს მხარზე, გადავიდეს სახეზე ან ფეხზე. შეტევა წყდება კუნჩხვების განვითარების საპირისპირო თანმიმდევრობით.
  • პარციალური-მოტორული გულყრების სახეა ადვესიული გულყრა, რომელიც შეიძლება მხოლოდ თავისა და თვალების მიტრიალებაში გმოვლინდეს, თუმცა ზოგჯერ ჩაითრევს იმავე ნახევრის ხელს და სხეულს, საითაც ტრიალდება თავი და თვალები და შეიძლება გენერალიზებულ გულყრადაც იქცეს.
  • ტონურ-პოსტულარული გულყრის დროს შეტევა იწყება ყველა კუნთის დაჭიმვით, რასაც შეიძლება მოყვეს მათი თრთოლვა. ხშირად უვითარდებათ ბავშვებს.

მარტივ პარციალურ გულყრებში შედის ვეგეტატიურ-ვისცერალური გულყრებიც. ამ დროს ნათელი ცნობიერების ფონზე ადგილი აქვს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა შეტევითი ხასიათის ტკივილები გულის არეში, დისკომფორტი მუცლის არეში და შარდის ბუშტში, წყურვილის, შიმშილის შეგრძნება, თერმორეგულაციის, სუნთქვის, გულის რიტმის დარღვევა, ოფლიანობა.

მგრძნობელობითი გულყრები მოიცავს სომატოსენსორულ, მხედველობით, სმენით, ყნოსვით, ვესტიბულარულ შეტევებს. სომატოსენსორული შეტევისას ადამიანს კიდურებსა და სხეულში აქვს ჩხვლეტის, დაბუჟების, მოძრაობის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებები. ეს შეტევა ვრცელდება და წყდება ჯექსონის ტიპის გულყრის მსგავსად.

  • მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი და სხვა სახის სენსორული გულყრები ხშირად დიდი გულყრის წინამორბედი ნიშნებია, ამიტომ მათ აურას უწოდებენ, რაც ბერძნულად ნიავის ქროლას ნიშნავს, თუმცა აურა ანუ, სიმპტომ-სიგნალი თავისთავად გულყრაა. აურა შეიძლება იყოს სენსორული: ჩხვლეტის, სინათლის, სუნის, გემოს, ხმაურის შეგრძნებების სახით; მოტორული: სტერეოტიპული მოძრაობები, ცემინება, ხველება, მთქნარება; ვეგეტატიურ-ვისცერალური: გულისრევა, სლოკინი, უსიამოვნო შეგრძნებები გულისა და მუცლის არეში; ფსიქიკური: შიშის, საშინელების ან პირიქით, სიხარულის გნცდა, აღქმის ილუზიები- დამხინჯებული აღმა, დროის შეგრძნების დარღვევა, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები.
  • რთულ პარციალურ გულყრებს თან ახლვს ცნობიერების დარღვევა-დაბინდული ცნობიერება. იგი შეიძლება დაიწყოს მარტივი პარციალური გულყრით, ან პირდაპირ ცნობიერების შეცვლით. ადამიანს თითქოს არავითარი უცნაურობა არ ეტყობა, გონებას არ კარგავს, ჰალუცინაციების და და ილუზიები არა აქვს. იგი აგრძელებს თავის აქტივობას, თუმცა მის მოქმედებას ავტომატური ხასიათი აქვს და შემდეგ არ ახსოვს რას აკეთებდა. შეცვლილი ცნობიერების ფონზე ადამიანი შეიძლება აკეთებდეს ძებნის, მოსინჯვის მოძრაობებს, რთულ მოქმედებებს ახორციელებდეს, შეიძლება იყვიროს, იტიროს, იმღეროს, იჩხუბოს. ყოველივე ეს შემდეგ არ ახსოვს. ეს არის ავტომატიზმები. ავტომატიზმის სახეა ლუნატიზმი. დაბინდული ცნობიერება ადამიანს შეიძლება რამდენიმე წამი ჰქონდეს, შეიძლება დიდხანსაც გრძელდებოდეს, რამდენიმე საათი, თუნდაც მთელი დღე. ამ დროს ადამიანი ავტომატურად მოქმედებს და გარეგნულად ძნელი გასარჩევია ცნობიერება ნათელი აქვს თუ არა.

თუ ერთ გულყრას დამთავრების შედმდეგ მეორე და მესამე მოსდევს მცირე ინტერვალებით, ეს სერიული ეპილეფსიური გულყრებია. თუ გულყრათა შორის ადამიანს ცნობიერება არ უბრუნდება და ამ მდგომარეობაში კვლავ უვითარდება შეტევები, ეს ეპილეფსიური სტატუსია. აღნიშნული მდგომარეობა კრიტიკულია და საჭიროა გდაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ეპილეფსიური დაავადება ბავშვებთან განსხვავდება მოზრდილებისაგან.  კრუნჩხვითი რეაქციებისადმი მიდრეკილება ბავშვებს უფრო გამოხატული აქვთ ვიდრე მოზრდილებს. ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება მცირე გულყრები უკან ან წინ ვარდნით, გენერალიზებული გულყრებიც ბვშვებში 2-ჯერ ხშირად გვხვდება მიზრდლებთან შედარებით. ბავშვთა გულყრები შემდეგი თავისებურებით ხასიათდება:

  1. კრუნჩხვების უპირატესად ტონური ხასითი;
  2. გულყრების ხანმოკლე ხასიათი - 1 წუთამდე, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში.
  3. უპირატესად ორმხრივი, სიმეტრიული, მაგრამ არასრული ფაზების მქონე კრუნჩხვითი გულყრები.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში დიდი გულყრები ხშირად მხოლოდ ტონური კრუნჩხვით-დაჭიმულობით მიმდონარეობს 3-5 წუთი. 3 წლის ასაკიდან ტონური გულყრა უკვე ტონურ-კლონურ კრუნჩხვაში გადაიზრედება. ჩვილ ბავშვებში იშვიათია პირზე დუჟი, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია.

ბავშვებში გვხვდება ისეთი ეპილეფსიური გულყრითი სინდომები, როგორიცა ვДსტის სინდრომი, ლენიქს-გასტოს სინდრომი, ფოტოგენური ეპილფსია, პიკნოლეფსია (ფრიდმანის სინდრომი), მიოკლონური ეპილეფსია მოზარდებში (იანცის სინდრომი).

ვესტის სინდრომი ანუ ინფანტილური სპაზმი. ვლინდება 3-დან 12 თვემდე ბავშვებში რთული აბსანსის სახით. შეტევა გამოიხატება თავისა და ტანის მოხრით, ხელების მკერდზე დაკრეფით, ხშირად მეორდება- სერიულობა ახასიათებს. ამგვარ შეტევებს “სალმის” ტიპის შეტევებს უწოდებენ. ამ დროს, ბავშვის ფსიქიკური განვითარება ძლიერ ჩამორჩება და პროგრესირებად ხასიათს ატარებს.

ლენოქს-გასტოს სინდრომი ვითარდება სკოლმდელი ასაკის ბავშვებში-1-დან 8 წლამდე. ამ დროს გულყრის კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია. თუმცა, ყველაზე მეტად დამახასიათებელია ე.წ. ატონური გულყრა- ბავშვის უეცარი წაქცევა, რაც დღის განმავლობაში ხშირად მეორდება. ბავშვებს აქვთ აგრეთვე სწრაფი კლონური კრუნჩხვები, ტონური კრუნჩხვები. ისინი ძლიერ ჩამორჩებიან ფსიქიკური განვითარებაში. აუცილებელია ბავშვის თავის დაცვა ხშირი ვარდნისას (სპეციალური ჩაფხუტი) ან სპეციალური რბილი იატაკი.

პიკნოლეფსია ვითარდება 4-10 წლის ბავშვებში. მАთ აღენიშნებათ მარტივი და რთული სახის აბსანსები. შეტევები მიმდინარეობს ცნობიერების ხანმოკლე გამოთიშვით, თვალის კაკლების, თავის, ტანის მოძრაობით უკან. ბავშვები ადვილად აგზნებადნი და ემოციურად არასტაბილურნი არიან. ეპილეფსიის ამ ფორმის დროს ბავშვის გონებრივი განვითარება ნორმის ფარგლებშია.

იანცის სინდრომი გვხვდება 10-12 წლიდან 18 წლამდე. დამახასიათებელია უეცარი შეკრთომა, ამა თუ იმ კუნთთა ჯგუფებში რიტმული ბიძგები, განსაკუთრებით სახის, ხელის კუნთებში. შეკრთომა ორმხრივია, სიმეტრიული, ზოგჯერ მთელ სხეულში, ხანდახან სერიული ხასიათისაა,5-20 ზედიზედ. შეტევები ხშირია ღამით ძილში, ან გაღვიძებისას.

ფოტოგენური ეპილეფსიის დროს გულყრა პროვოცირდება სინათლით ძლიერი გაღიЖიანებით, სინათლის და ჩდილის რიტმული მონაცვლეობით, ციმციმით. ბავშვს ეპილეფსიური განტირთვა უვითარდება აბსანსის, ქუთუთოების ხამხამის სახით, იშვიათად ახლვს დიდი გულყრა. ამ დროს მიზანშეწონილია მწვანე შუშის სათვალების ტარება. ამ ფორმის ერთ-ერთი ვარიანტია გულყრის ტელევიზორით პროვოცირება 4-დან 12 წლამდე ბავშვებში. მცირე, იშვიათად კი დიდი გულყრები შეიძლება გნვითარდეს ეკრანზე სწრაფი მოციმციმე გამოსახულების ყურებისას.

2 წლამდე ბავშვებში ტემპერატურის მომატება ხშირად იწვევს გულყრას. მას ფებრილურ გულყრებს უწოდებენ. იშვიათია 4 წლის შემდეგ. კრუნჩხვა ტემპერატურის მომატებისას იწყება.

ბავშვებში კრუნჩხვითი განტვირთვები ყოველთვის არ ფასდება როგორც ეპილეფსია. კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს კალციუმის ნაკლებობის-ჰიპოკალცემიის დროს, შაქრის დონის დაქვეითებისას, ჰიპოგლიკემიის დროს. ბავშვებში ხშირია გულის წასვლები ჟანგბადის უკმარისობის, გადაჭარბებული მოძრაობების, ემოციური დაძაბულობის დროს, რაც გარეგნულად შეიძლება გავდეს ეპილეფსიურ შეტევას. ბავშვს უცივდება ხელ-ფეხი, ეხვევა თავბრუ, აქვს ყურებში შუილი, ოფლიანობა, გულისრევა, კუნთების მოდუნება. ბავშვი უეცრად ეცემა, კარგავს გონებას, ფერმკრთალია. ხანდახან კუნთთა დაჭიმულობას-ტონურ სპაზმს აქვს ადგილი. ამ დროს საჭიროა ბავშვის ჰორიზონტალურ მდგომრეობაში გადაყვანა, რაც მისი ჯანმრთელობის ნორმალიზაციას იწვევს.

აფექტურ-რესპირატორული პაროქსიზმი - შეტევა ხმამღალი, გაბმული ტირილის დროს, როდესაც ბავშვს სუნთქვა ეკვრის, ძირითადად ჩასუნთქვისას, ულურჯდება სახე, ტუჩები, ბჟირდება ტირილით. ასეთი შეტევები ემართებათ ემოციურად არასტაბილურ, ადვილად აგზნებად ბვშვებს, რაც არ ნიშნავს ეპილეფსიურ გულყრას. თუმცა ასეთმა შეტევამ შეიძლება გენერალიზაცია განიცადოს და განვითარდეს გულყრა. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ბავშვს კრუნჩხვითი აგზნებადობის გენეტიკურად დაბალი ზღურბლი აქვს.

რა მიზეზი იწვევს ეპილეფსიას?

ეპილეფსია ვითარდება თავის ტვინის ნერვული უჯრედების აგზნება-შეკავების დარღვევის შედეგად. ეპილეფსია პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ანუ მას მრავალი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს, რის შედეგადაც ზიანდება ტვინის ნეირონების აქტივობა. ეპილეფსიის შემთხვევათა 25% მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება ხოლმე.

ბავშვებში ეპილეფსიის მიზეზი შეიძლება იყოს: პრენატალური (მუცლადყოფნის პერიოდის) ფაქტორები: დედის ინფექციური დაავადება, ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსია, ინტოქსიკაცია, ალკოჰოლის და მედიკამენტების მიღება. პერინატალური ფაქტორები: ასფიქსია- ჟანგბადის ნაკლებობა, თავის ტვინის დაბადების ტრავმები (მაშების, ვაკუუმ-ექსტრაქტორის გამოყენება). პოსტნატალური ფაქტორები: ნეიროინფექციები, რომლის შედეგად ბავშვს გდაქვს ტვინის გრსების ანთება (მენინგიტი) ან ტვინის ნივთიერების ანთება (ენცეფალიტი), ქალა-ტვინის ტრავმები. ყოველივე ეს არის ეგზოგენური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გАხდეს თავის ტვინის ნეირონების პათოლოგიური აქტივობის მიზეზი და გამოიწვიოს სიმპტომატური ეპილეფსია.

დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობით განპირობებული ნერვული უჯრედის მეტაბოლური თავისებურებები, რაც ქმნის გულყრითი მზაობის წინასწარ განწყობას და ამცირებს თავის ტვინის გულყრითი აქტივობის ზღურბლს. მემკვიდრეობითი ფაქტორის მნიშვნელობა დასტურდება ტყუპების და ოჯახური გამოკვლევებით. იდიოპათიუირ ეპილეფსიით დაავადებულთა შვილებისათვის და და-ძმისათვის დაავადების რისკი 7-12%. ეპილეფსიით დაავადებული დედების შვილები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამების. სიმპტომატური ეპილეფსიით დაავადებულთა ნათესავების დაავადების რისკი გაცილებით დაბალია-3-5%.

რა სიხშირით გვხვდება ეპილეფსია?

სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით ეპილეფსია საკმაოდ ხშირად გვხვდება მოსახლეობაში. კერძოდ, ყოველ 1000 სულ მოსახლეზე 3-5 შემთხვევა. ბავშვებში კი ეპილეფსია უფრო ხშირად გვხვდება-ბავშვთა პოპულაციის 5-7%-ში.

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ეპილეფსიის დროს?

  • პირველი და მნიშვენლოვანი პრობლემაა გულყრა, მისი სიხშირე. ამიტომ, პირველ რიგში აუცილებელია გულყრის კონტროლის მოგვარება შესაბამისი ანტიკონვულსანტური პრეპარატის შერჩევით. ცნობიერების მოულოდნელად დაკარგვის, დიდი ტონურ-კლონური კრუნჩხვების ან ტონური კრუნჩხვების დროს არის ბავშვის დასახიჩრების საშიშროება, თუ მას წინასწარი შეგრძნებები არა აქვს. ეს კი განაპირობებს ოჯახის წევრების და ბვშვის შიშებს კრუნჩხვების მიმართ.
  • ბავშვს საფრთხე ემუქრება ეპილეფსიური სტატუსის დროს. როდესაც გულყრას გულყრა მოყვება ინტერვალის გარეშე, საჭიროა გადაუდებელი სამდიცინო დახმარება, რათა ბავშვი გამოყვანილი იქნეს მძიმე მდგომარეობიდან.
  • მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები. ეპილეფსიით დაავადებული ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ოჯახური ურთიერთობები და ოჯახური სიტუაცია, უახლოესი სოციალური გარემოს განწყობა და შეხედულებები დაავადების მიმართ. ხშირად ოჯახი და შემდეგ ბავშვიც ფიქრობს, რომ მათ დასცინებენ ან ზურგს შეაქცევენ გულყრების გამო. ოჯახი ცდილობს დამალოს ბავშვის დაავადება ახლობლებისაგანაც კი, მაქსიმალურად იზოლირებული იყოს ბავშვი გარემოსაგან, რადგან დაცული იყოს მოულოდნელი გულყრებისაგან შეუფერებელ ადგილებში. ხშირად ოჯახი ზედმეტ მზრუნველობას იჩენს ბავშვის მიმართ, რაც ხელს უწყობს მის ჭირვეულ, ეგოცენტრულ, მოუთმენელ, ან ზედმეტად დამოკიდებულ, უნებისყოფო, ჩაკეტილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ზოგჯერ მშობლები გულყრის შიშით ცდილობენ ბავშვს ყოველი სურვილი შეუსრულონ, რითაც ხელს უწყობენ მისი ფსიქოპათოლოგიური რეაქციების განმტკიცებას.
  • ეპილეფსიით დაავადებულებში სხვადასხვა შემეცნებითი უნარების მქონე ბავშვები გვხვდებიან. ბევრს არა აქვს პრობლემები სწავლაში ან შემდეგ შრომით საქმიანობაში, ბევრსაც ბრწყინვალე მონაცემები აქვს. მიუხედავად ამისა, გვხვდება ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთა კატეგორია, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური განვითარების შეფერხება, სწავლის პრობლემები. ვესტისა და ლენოქს-გასტოს სინდრომებს თან ახლავს ძლიერი ჩამორჩენა გონებრივ განვითარებაში. სხვა შემთხვევებში, თუ თავის ტვინის დაზიანება ადრეულ ასაკში მოხდა და გულყრების კონტროლიც პრობლემას წარმოადგენს, ბავშვი ჩამორჩება განვითარებაში. ჩვილობის ასაკში შეიმჩნევა სენსო-მოტორული ფუნქციების განვითარების ჩამორჩენა. ადრეული ბავშვობის პერიოდში აღენიშნებათ ჩამორჩენა მეტყველების განვითარებაში. სკოლის პერიოდში ბავშვს აქვს ხანმოკლე მხედველობითი და სმენითი მეხსიერების პრობლემები, ყურადღების კონცენტრაციის და გადანაცვლების პრობლემები. აზროვნება შენელებულია, რიგიდული, ბავშვი ყურადღებას უფრო დეტალებს და უმნიშვნელო წვრილმანებს აქცევს.
  • გვხვდება ქცევისა და აფექტური სფეროს დარღვევები იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა აქვთ. ეპილეფსიის დროს ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება შევხვდეთ: 1. მაღალ ფსიქიკურ აგზნებადობას, 2. სუსტ ემოციურ რეგულაციას, რის გამოც ბავშვის ემოციური სფერო არასტაბილურია, 3. ნეგატივიზმს, ჭირვეულობას (ტანტრუმები), 4. აგრესიულ ქცევას, რომელიც ზოგჯერ უკონტროლოა, 5. დეპრესიულ სიმპტომებს, დაქვეითებულ გუნება-განწყობას, 6. სწრაფ ფეთქებადობას მცირე წინააღმდეგობის და იმედგაცრუების შემთხვევაში, 7. უინიციატივობას, პასიურობას, უმწეობას.

როგორ უნდა დავეხმაროთ ეპილეფსიის მქონე ბავშვს?

პირველ რიგში აუცილებელია ადეკვატური სამედიცინო დახმАრება. რაც უფრო ადრე დაისმება Уწორი დიაგნოზი და დაიწყება დაავადების მკურნალობა, მით უფრო ეფექტურია იგი. ბავშვს სინჯავს ნევროპათოლოგი. Аხლობლები დიდ დახმარებას გაუწევენ მას საკუთარი დაკვირვებებით, გულყრის აღწერით. დიაგნოსტიკის მიზნით ბავშვს უნიშნავენ სხვადასხვა სახის გამოკვლევას: ეეგ - ელექტროენცეფალოგრამა, თავის ტვინის ელექტრული აქტივობის შესწავლის მიზნით. ეს გამოკვლევა პერიოდულად მეორდება მკურნალობის პროცესში, რადგან ექიმი მის საფუძველზე იღებს ინფორმაციას თავის ტვინის ელექტრული აქტივობის მდგომარეობის შესახებ: არის თუ არა ეპილეფსიური აქტივობა, რა სახის არის და ა.შ. ბავშვს ზოგჯერ უნიშნავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიულ და მაგნიტურ ბირთვული რეზონანსის გამოკვლევებს თავის ტვინის სტრუქტურების მდგომარეობის შესაფასებლად.

ბავშვს ესაჭიროება:

  • ადეკვატური რეჟიმი, რაც პირველ რიგში ძილის რეჟიმს გულისხმობს. უძილობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე და  კიდევ უფრო აქვეითებს გულყრებისადმი მზაობის ზღურბლს.
  • წამლის დანიშნულებისამებრ ზუსტი  მიღება, ჯერის გამოტოვების გარეშე.
  • პერიოდული კონსულტაცია ექიმთან და გამოკვლევა.
  • მნიშვნელოვანი დახმარებაა ბავშვის ჩართვა სოციალურ ცხოვრებაში, მისი რაც შეიძლება ნაკლები იზოლირება გარემოსაგან, ოჯახის წევრების ერთიანი სტრატეგია აღზრდის საკითხებში.

ბავშვის ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენის შემთხვევაში აუცილებელია ნეიროფსიქოლოგის და ფსიქოლოგის კონსულტაცია. რაც უფრო ადრე მოხდება ბავშვის განვითარების შეფასება და დაიგეგმება ფსიქოკორექციული მუშაობა, მით უფრო ეფექტური იქნება იგი.

რა უნდა მოვიმოქმედოთ ეპილეფსიური გულყრის დროს?

მართალია დიდი გულყრა საკმაოდ შემზარავად გამოიყურება, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში არ არის. ერთადერთი, რაც ამ დროს საჭიროა, არის ბავშვის მშვიდად წოლა გულყრის დამთავრებამდე. არ უნდა ეცადოთ კრუნჩხვის დროს ხელ-ფეხის იძულებით დაჭერას, პირში, კბილებს შორის მაგარი საგნის ჩადებას ენის მოკვნეტის თავიდან აცილების მიზნით. ამ მოქმედებებმა შეიძლება კბილების, სახის და კიდურების დაზიანება გამოიწვიონ. გულყრის დროს მხოლოდ შესაძლებელია ადამიანის თავქვეშ რბილი ნივთის ამოდება, რითაც ავიცილებთ თავის ტრავმას დარტყმებისაგან. გულყრის დამთავრებისშ ემდეგ ადამიანის მარტო დატოვება არ შეიძლება მანამ, სანამ მას არ დაუბრუნდება ბათელი ცნობიერება. დიდი გულყრის ხანგრძლივობა 3-5 წუთია და ექიმის გამოძახება, როგრც წესი, საჭირო არ არის. ექიმის გამოძახება აუცილებელია, თუ გულყრა 5 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, გულყრას გულყრა მოსდევს ბავშვის გონებაზე მოუსვლელად. ასეთი მდგომარეობა ბავშვისათვის სახიფათოა და სპეციალურ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

მცირე გულყრების დროს ყურადღებას იქცევს ბავშვის არეული, დაბნეული მდგომარეობა. ექიმისათვის სასარგებლოა დამსწრის მიერ გულყრის დაწვრილებით აღწერა, რადგანაც ეს ეხმარება მას დიაგნოსტიკაში.

განკურნებადია თუ არა ეპილეფსია?

ეპილეფსიის მკურნალობის თანამედროვე საშუალებები იმდენად განვითარდა, რომ სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებით პაციენტთა 60-70%-ში ეპილეფსიის ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით მიიღწევა გულყრისაგან სრული განთავისუფლება. 15%-ის მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო 15%-ში კი მკურნალობა არაეფექტურია. არსებული მედიკამენტებით საშუალოდ ყოველი 10 პაციენტიდან 6 სრულიად იკურნება, 2-ის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, ხოლო 2-ის კი გაუმჯობესების გარეშეა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რაც უფრო ადრე ისმება სწორი დიაგნოზი და იწყება მკურნალობა, მით უფრო ეფექტურია იგი. იპილეფსიური გულყრის ყველა ფორმა მოითხოვს მკურნალობის დროულ დაწყებას, რათა აღიკვეთოს გულყრების სიხშირის ზრდა და ხელი შეეშალოს დაავადების პროგრესირებას. გამოჯანმრთელების ალბათობა დიდია, თუ გულყრა არ მეორდება 2 წლის მანძილზე. ეპილეფსია განკურნებულად ითვლება, თუ წამლის მიღების შეწყვეტიდან 5 წლის მანძილზე შეტევა არ განმეორდა.

ეპილეფსიის მკურნლობა ძირითადად წამლებით წარმოებს. ამ წამლებს ანტიკონვულსანტებს უწოდებენ. ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმა სხვადასხვა წამალს მოითხოვს, ანუ არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთნაირად შველის ეპილეფსიური გულყრის ყველა ფორმას. ექიმების თვალსაზრისით უფრო ეფექტურია ერთი პრეპარატით ნკურნალობა (მონოთერაპია). მკურნალობა აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ და არ უნდა იცვლებოდეს მეზობლების, ახლობლების, სხვა პაციენტების რჩევების გავლენით. ეპილეფსიის მქონე პირმა ექიმის მიერ დანიშნული წამლები ზუსტი ოდენობით და თანმიმდევრობით უნდა მიიღოს. მან თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება გულყრების შეწყვეტის შემდეგაც. წამლის დოზის თვითნებური ცვლა, მისი უცაბედი შეწყვეტა ზრდის ეპილეფსიური გულყრების განახლების ან გახშირების საშიშროებას. ეპილეფსიური გულყრების განახლება აბათილებს მკურნალობის ეფექტს და მოითხოვს მკურნალობის სრულიად ახალი გეგმის შემუშავებას, რაც გაცილებით რთულია.

ეპილეფსიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია; ის, როგორც წესი, რამდენიმე წელი, ხშირად 4-5 წელი გრძელდება. განკურნება მხოლოდ ხანგრძლივი და სწორი მკურნალობის საფუძველზეა შესაძლებელი, ამიტომ დიდი მოთმინებაა საჭირო.

თუ ეპილეფსია მდგრადია მკურნალობისადმი და საუკეთესო მედიკამენტური თერაპია არ ახდენს გავლენას გულყრების სიხშირეზე, მაშინ ნაჩვენებია ქირურგიული ოპერაცია. უკანასკნელ პერიოდში იყენებენ სტერეოტაქსიული ოპერაციის მეთოდს, როდესაც მინიმალურია თავის ტვინის სხვა სტრუქტურების დაზიანება.

განსაკუთრებულ დიეტას მიმართავენ მაშინ, როდესაც ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.

ისევე როგორც სხვა წამლებს, ანტიკონვულსანტებსაც აქვთ მოქმედების გვერდითი ეფექტები. წამლის მოქმედება საკამოდ ინდივიდუალურია. ამავე დროს, ყოველ ანტიკონვულსანტს თავისი კონკრეტული გვერდითი ეფექტები აქვს. ამიტომ, საჭიროა სისხლის პერიოდული ანალიზი, წამლის დონის სისხლში პერიოდული განსაზღვრა, ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევა. ექიმისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ბავშვზე დაკვირვებას: რა გავლენას ახდენს დანიშნულება ბავშვის ქცევაზე, შემეცნებით აქტივობაზე. შემეცნებითი აქტივობის დაქვეითება, დაღლილობის განცდა, გულისრევის, თავბრუსხვევის, ძილიანობის თუ სხვა გამოვლინებები ექიმისათვის მნიშვნელოვანი ნიშნებია წამლის დოზის შესაცვლელად.

რისი გაკეთება შემიძლია მე როგორც მშობელს?

  • დროულად მიიყვანეთ ბავშვი ექიმთან;
  • დააკვირდით ბავშვს. თქვენი დაკვირვებები და აღწერა მეტად მნიშვენლოვანი დიაგნოზის დასმისას;
  • მკაცრად დაიცავით ბავშვის მკურნალობის სქემა;
  • დააკვირდით წამლის მოქმედების ეფექტს. არასასურველი ნიშნების და ბავშვის ჩივილების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს;
  • ნუ ეცდებით ბავშვის ტოლებისგან იზოლირებას;
  • გულყრების შიშით ნუ მოახდენთ ბავშვის დამოუკიდებლობის შეზღუდვას, გამუდმებული აკრძალვები ბავშვს უინიციატივოსა და აგრესიულს ხდეს;
  • თუ შეამჩნიეთ პრობლემები ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში უზრუნველყავით მისი ფსიქოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური შეფასება;
  • მოახდინეთ ბავშვის დღის რეჟიმის ორგანიზაცია ისე, რომ მას იცავდეთ თქვენც და ბავშვიც;
  • დააწესეთ ტელევიზორის ყურების გარკვეული დრო. უმჯობესია, რომ ბავშვმა ტელევიზორს არ უყუროს დაძინების წინ; ტელევიზორი უნდა იდგეს დიდ ნათელ ოთახში, ბავშვისგან დიდი მანძილის (2მ) დაშორებით;
  • გულყრის შიშით ნუ ეცდებით ბავშვის ყოველი სურვილის ასრულებას;
  • საქმის კურსში ჩააყენეთ მასწავლებელი, რათა მან მცდარი ინტერპრეტაცია არ მისცეს ბავშვის მდგომარეობას. სასურველია, მასწავლებელს ჰქონდეს ინფორმაცია ბავშვის მკურნალობის შესახებაც, რადგან ყველაზე კარგად შეუძლია შეამჩნიოს ვლილებები ბავშვის შემეცნებით აქტივობაში. მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისათვის, თუ როგორ მოიქცეს ბავშვის გულყრის შემთხვევაში.

რა მომავალი აქვს ჩემს ბავშვს?

ეპილეფსიის მქონე პირებს როგორც ახლა, ასევე ისტორიულადაც ყოველ პროფესიაში შეხვდებით. მრავალ გამოჩენილ ადამიანს ჰქონდა ეს დაავადება: იმპერატორებს, მეცნიერებს თუ ხელოვნების მოღვაწეებს, მწერლებს თუ სახელმწიფო მოღვაწეებს. საკამარისია დავასახელოთ იულიუს კეისარი, თ. დოსტოევსკი.

პროფესიის არჩევაში ეპილეფსიის მქონე პირი თავისუფალია და ემყარება საკუთარ ინტერესებს, უნარებსა და მიდრეკილებებს. ამავე დროს გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: უსაფრთხოების მიზნით ტრნსპორტთან დაკავშირებული პროფესიების არჩევა არ არის მიზანშეწონილი. ასევე მოსარიდებელია ისეთი სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა ცვლაში, განსაკუთრებით ღამის ცვლაში მუშაობას მოითხოვს, რადგან ძილ-ღვიძილის რიტმის ცვლა და დარღვევა აუარესებს ეპილეფსიის მქონე პირის მდგომარეობას. მოზარდისათვის სპორტული აქტივობები სავსებით შესაძლებელია და სასარგებლოც, თუ ის საფრთხესთან არ არის დაკავშირებული, მაგ. წყლის სპორტი და სამთო-სათხილამური სპორტი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ეპილეფსიის ფორმიდან და ხარისხიდან, მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება პროფესიის არჩევის შესახებ ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს.

თუკი ბავშვს სწავლის პრობლემები აქვს, აღენიშნება ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა ან შეფერხება, სპეციალური სწავლებით და მომზადებით მისთვის სავსებით მისაწვდომია რაიმე კონკრეტული პროფესიის, ან ხელობის ათვისება მისი ინტერესების შესაბამისად.

ბავშვის მომავალზე ზრუნვა ნიშნავს მისი ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებას, ხელის შეწყობას მისი უნარების განვითარებისათვის და პიროვნული ზრდისათვის.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას