ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტივობის სინდრომი

რა დაავადება აქვს ჩემს ბავშვს?
რითი ხასიათდება ADHD?
რა იწვევს ADHD-ის?
რამდენად ხშირია ADHD?
რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ADHD-ის შემთხვევაში?
შეიძლება თუ არა დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშვს და როგორ?
როგორია ADHD-ის მკურნალობა?
რა სახის იმედი უნდა მქონდეს ჩემი ბავშვისთვის?
როგორ უნდა შევუწყო ხელი ჩემი ბავშვის განათლებას, როგორ ვასწავლო ჩემს შვილს?


 

რა დაავადება აქვს ჩემს ბავშვს?

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების (ნეირობიოლოგიური) დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთიანობას, რომელიც მოიცავს:

  • ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გაფანტულობა);
  • იმპულსურობას (იმპულსური ქცევის შეჩერების და გაკონტროლების სირთულე)
  • ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე).

ამას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება. თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლის და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და გაურბის სამუშაოს – შესაძლოა თქვენ შვილს ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის სინდრომი.  ასეთ ბავშვებს ხშირად არქმევენ “ჰიპერაქტიურებს”, თუმცა ცნობილია, რომ ზოგ შემთხვევაში ყურადღების პრობლემები, იმპულსურობისა და ჰიპერაქტივობისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება არსებობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის ბავშვების (I ჯგუფი - ბავშვები ყურადღების დეფიციტით – ჰიპერაქტივობის გარეშე, II ჯგუფი - ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით). დიაგნოზი ერთიანდება ADHD-ის სინდრომში (მათი სიმპტომების მსგავსების გამო), მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებანიც არსებობს.  მხოლოდ, ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები მიდრეკილები არიან მოთენთილობისა და ზანტობისკენ, ხშირი ოცნებისა, ზედმეტი თავმდაბლობისა და მორცხვობისაკენ, ხოლო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვები – იმპულსურობისა და აქტიურობისაკენ, აგრესიული ქცევისაკენ, ამიტომ ხშირად ისინი უარყოფილნი არიან თანატოლების მიერ.  ბავშვები, რომელთაც ADHD აქვთ, შეიძლება მრავალ განსხვავებულ თვისებას ამჟღავნებდნენ.  ისინი განსხვავდებიან სიმპტომების გამოვლინების ხარისხით და ინტენსივობით; ამიტომ მშობლებისათვის მნიშვნელოვანია კარგად გაიცნობიერონ ამ სინდრომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები და პრობლემები რათა ითანამშრომლონ სპეციალისტებთან ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით, რაც საკმარისად რთული პროცესია, სიმპტომთა მრავალფეროვნებისა და ვარირების გამო.  ასევე აუცილებელია განისაზღვროს ADHD-ის ტიპი. რაც გულისხმობს იმის დადგენას თუ რა შემთხვევაში ვლინდება ADHD-ის სიმპტომები.  ისინი “სიტუაციურ” ხასიათს ატარებენ (ვლინდებიან, მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში.  მაგ. სკოლაში ან სპეციფიკური დავალების შესრულებისას).  თუ სიტუაციური და გარემოს ცვლილების ფაქტორები არანაირ ზეგავლენას არ ახდენენ სიმპტომების გამჟღავნებაზე.  ეგრეთ წოდებული ADHD-ის “გავრცელებული” ტიპი.

ADHD-ის სიმპტომები ძირითადად ბავშვის ადრეულ ასაკშივე ხდება შესამჩნევი.  ჩვილების ქცევის წინასწარმეტყველება შეუძლებელი ხდება.  ერთ წუთს ის ტირის და კივის, მეორე წუთს კი მშვიდდება.  ეს ჩვეულებრივ გამკივანი ტირილია და წააგავს სირენის ან სასოწარკვეთილი ცხოველის ხმას.  იგი ხასიათდება გაღიზიანებულობით, დაძაბულობით, დაუკმაყოფილებლობით და მომთხოვნელობით.  ძილი მოუსვენარია.  სიარულის და მეტყველების განვითარება შენელებულია.  ხშირია მოუქნელობა.  უკვე 3 წლის ასაკში ამ ბავშვების ნახევარი რთული სამართავია.  ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების დაუფლება.  მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში მშობლებს ADHD-ის სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, რამეთუ პრობლემები მთელი სიმძაფრით სწორედ მაშინ იჩენენ თავს. ADHD-ის დადგენის ასაკად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლის 1 წელი ანუ 7 წლამდე.

 

რითი ხასიათდება ADHD?

მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ის მქონე ბავშვები მრავალ განსხვავებულ სიმპტომებს ამჟღავნებენ, მათთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია უყურადღებობა, იოლი გადართვადობა, იმპულსურობა, დეზორგანიზებულობა, ჰიპერაქტივობა.  მათ ძირითადად შემდეგნაირად აღწერენ:

  • ხტება ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე, არ ამთავრებს დაწყებულს.
  • ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ უსმენს, რასაც სხვები ამბობენ.
  • ადვილად ეფანტება ყურადღება.
  • უჭირს კონცენტრაცია დავალებებზე, რომლებიც არ აინტერესებს,  მაგ. საშინაო დავალება, მაგრამ შეუძლია საათობით უყუროს ტელევიზორს ან ითამაშოს კომპიუტერზე.
  • ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას.
  • ხშირად იცვლის საქმიანობას.
  • უჭირს ინსტრუქციის შესრულება.
  • საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.
  • ხშირად კარგავს ნივთებს.
  • არ შეუძლია ლოდინი.
  • ვერ ემორჩილება განრიგს.
  • უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა.
  • ხელების და ფეხების მოუსვენარი მოძრაობა, ცქმუტავს სკამზე
  • ჭარბი სირბილი, მოუსვენრობა.
  • უჭირს წყნარად თამაში, საკუთარი ჯერის დალოდება.
  • ყოველთვის მზადაა გასაქცევად.
  • ხშირად, უმიზეზოდ სტოვებს მერხს, საკლასო ოთახს.
  • არ ფიქრობს, სანამ რამეს გააკეთებს, მოქმედებს დაუფიქრებლად.
  • ერევა სხვის ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თამაშის პროცესში.
  • ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს.
  • ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე.
  • ზოგ შემთხვევაში აგრესიულია და შემტევი.

ამ ბავშვებს უჭირთ სკოლაში სწავლა, აქვთ სოციალური და ემოციური ადაპტაციის პრობლემები, რამეთუ ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან მარცხისა და წარუმატებლობის მიმართ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში – სკოლასა და ურთიერთობებში.

ყოველი ამ ძირითადი სიმპტომისთვის დამახასიათებელია სიტუაციური სხვადასხვაობა, ანუ გარკვეული სიტუაციები მეტად პრობლემატურია ADHD-ის მქონე ბავშვებისთვის.  მაგ. ყურადღების დეფიციტი ხშირად ისეთ სიტუაციებში ვლინდება, სადაც განმეორებადი, მოსაწყენი ქმედებებია საჭირო.  ანალოგიურად, ბავშვი შეიძლება ზედმეტად აქტიური, აღგზნებული და მოუსვენარი იყოს სიტუაციაში, სადაც მისგან კონცენტრირება და მოწესრიგებულობა მოЙთხოვება, მაგრამ საწინააღმდეგოდ იქცეოდეს თავისუფალი თამაშის დროს.  ამის გამო, ADHD-ის მქონე ბავშვები შეიძლება არც კი განსხვავდებოდნენ თავიანთი თანაკლასელებისაგან შედარებით თავისუფალ გარემოში.

თავად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD) ვარირებს სირთულის ხარისხების მიხედვით.  ანსხვავებენ:

  • ADHD-ის სუსტი ფორმა – უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომები, არავითარი ან მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
  • საშუალო – გამოხატული სიმპტომები ან ფუნქციონალური ჩამორჩენა “სუსტსა” და “მძიმე” შემთხვევებს შორის.
  • მძიმე – მრავალი სხვა სიმპტომი გარდა იმ სიმპტომებისა, რომელიც ჩამოვთვალეთ, მნიშვნელოვანი და ფართო ჩამორჩენა საშინაო, სასკოლო საქმიანობაში და თანატოლებთან ურთიერთობაში.

 

რა იწვევს ADHD-ის?

ADHD-ის არ იწვევს ერთი კონკრეტული მიზეზი.  მკვლევარები ცდილობენ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემო პირობებთან დაკავშირებულ ფაქტორთა ახსნას. ერთ-ერთი მოდელი (კენი 1980) შედგება შვიდი ურთიერთმოქმედი კომპონენტისაგან:

  • გენეტიკური მიდრეკილება
  • ჩამორჩენა განვითარებაში,
  • საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარი,
  • აზროვნების სპეციფიკური პრობლემები,
  • არახელსაყრელი გარემო (ნაადრევი დაბადება, საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება),
  • ემოციური პრობლემები და ცუდი დამოკიდებულება ოჯახში.

განვიხილოთ ADHD-ის ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზი ცალ-ცალკე.

  • გენეტიკური ფაქტორი - ADHD-ის სინდრომის გამომწვევი გენეტიკური კომპონენტი შეისწავლეს ტყუპების და ნაშვილები ბავშვების შემთხვევაში.  აღმოჩნდა, რომ ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები შეთანხმებულობის უფრო მაღალ ხარისხს ამჟღავნებენ ვიდრე ორკვერცხუჯრედოვანი ტყუპები.  აღინიშნება ADHD-ის უფრო მეტი სიხშირე მკვიდრ და-ძმას შორის, ვიდრე ნახევარ და-ძმას შორის.  აგრეთვე აღმოჩნდა, რომ ჰიპერაქტიური ბავშვების ბიოლოგიური მშობლები ხასიათდებიან ფსიქიატრიული დაავადებების სიჭარბით, ანტისოციალური ქმედებებით, ნევროზებით, თვითმკვლელობის ხშირი შემთხვევებით, ალკოჰოლოზმით, ისტერიულობით.  გენეტიკურმა კვლევებმა დაადგინეს, რომ ADHD უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვების მამრობითი სქესის ნათესავებში (ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების შვილებს შორის).  ზემოთ მოყვანილი გამოკვლევების შედეგები ადასტურებენ ADHD-ის სინდრომის გენეტიკური გადაცემის შესახებ არსებულ მოსაზრებას.
  • ნეირობიოლოგიური ფაქტორები – ყურადღების, იმპულსური ქცევის, ჰიპერაქტივობის მექანიზმები და მათი დარღვევები შეიძლება შესწავლილ იქნას ნეიროანატომიური, ნეიროქიმიური და ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით.
    ნეიროანატომიური მიზეზების დადგენა გულისხმობს ტვინის იმ უბნების შესწავლას, რომელნიც უზრუნველყოფენ ყურადღებას და სტიმულზე მოტორულ რეაგირებას.  არსებობს მოსაზრებები, რომ ADHD-ის შემთხვევაში:
    • დარღვეულია შუა ტვინის სტრუქტურების (თალამუსი და ჰიპოთალამუსი) ფუნქციონირება.
    • აღნიშნულია რეტიკულარული ფორმაციის და ლიმფური სტრუქტურების ფუნქციონირების დაბალი დონე (თუმცა ეს მოსაზრებები შემდგომ დამტკიცებას მოითხოვს).
    • შუბლის წილების ფუნქციონირების დეფიციტი
    • ნეიროქიმიური მიზეზების დადგენა გულისხმობს ყურადღების პროცესში ჩართული სპეციფიკური ნერვული გადამცემების, ნეიროგამტარების ფუნქციონირების დონის შესწავლას. არსებობს ADHD-ის გამომწვევი ბიოქიმიური ჰიპოთეზები. ძირითადად ყურადღება მახვილდება მონოამინურ მეტაბოლიზმზე. ADHD-ის შემთხვევაში პირველ რიგში კატექოლამინების -დოპამინის და ნორეპინეფრინის ცვლის დარღვევებია გამოვლენილი ჰიპერაქტიულ ბავშვებში აღმოჩენილია სეროტონინის დაბალი დონე. ამ სისტემების ფუნქციონირების ბალანსის დარღვევა იწვევს აგზნება–შეკავების მექანიზმების დარღვევას, ყურადღების მექანიზმების სისუსტეს.
    • ნეიროფიზიოლოგიური მიზეზების დადგენა გულისხმობს იმის განსაზღვრას თუ როგორ ქმნიან ელექტრო-ქიმიური და ანატომიური კომპონენტები ფუნქციონალურ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ყურადღების რეგულაციას, შერჩევითობას და კონტროლს.  მაგ. ბიოქიმიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებობს გარკვეული სპეციფიკური ნეიროგადამცემების დეფიციტი, რომლებიც უკავშირდებიან მოტორული მზაობისა და კონტროლის სისტემებს.  ამ სისტემების დეფიციტი ეთანხმება ნეიროანატომიურ კვლევებს, რომლებშიც ადასტურებენ დაბალ მეტაბოლურ აქტივობას სუბკორტიკალურ უბნებში.  შესაბამისად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ADHD-სთან დაკავშირებულ ფუნქციონალური სისტემების თავისებურებებზე.
      ამ კვლევების შედეგები ნათლად მიგვითითებენ ამ სინდრომის ნეირობიოლოგიურ ეტიოლოგიაზე.
  • თანდაყოლილი რისკ-ფაქტორები – პერინატალურმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ADHD-ის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილი ამჟღავნებს მიდრეკილებას ნიკოტინისა და ალკოჰოლისადმი.  ორსულობის პერიოდში დედის მიერ სიგარეტის მოწევა, პროტენურია, რთული ფეხმძიმობა, ხანგრძლივი ჟანგბადის უკმარისობა ზრდის ახალშობილის ADHD-ით დაავადების, დაბალი აკადემიური მიღწევებისა და მსუბუქი ნევროლოგიური ნიშნების არსებობის ალბათობას.
  • გარემოს ფაქტორები – გარემოს ფაქტორებიდან აღნიშნავენ ტყვიით მოწამვლАსა და ალერგიებს. ADHD-ს გამომწვევი სხვა შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს საკვების დანამატები, კონსერვანტები და შაქრის ნაკლებობა ან სიჭარბე საკვებში.

 

რამდენად ხშირია ADHD?

ADHD-ის შემთხვევათა რაოდენობა ცვალებადობს ქვეყნებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, თუმცა გარკვეული ხარისხით გვხვდება ყველა ქვეყანასა და კულტურაში სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.  გამოკვლევების თანახმად სასკოლო ასაკის ბავშვების 3%-5% აღენიშნებათ ADHD. საინტერესოა, რომ მისი შემთხვევები მეტია ბიჭებში.  ბიჭების 5-7%-ს, ხოლო გოგონების 2-4%-ს აქვთ სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებლები უყურადღებობისა და ჰიპერაქტიურობის სკალებზე.  ეს შეფარდება შემდეგნაირად გამოიყურება 6:1-დან 10:1.

 

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ADHD-ის შემთხვევაში?

ამ სინდრომის ცენტრალური, ძირითადი პრობლემებია ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და ჰიპერაქტივობა.  მათთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოადგენენ:

  • აკადემიური ჩამორჩენილობა,
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში,
  • დაბალი თვითშეფასება და უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ,
  • ქცევის პრობლემები,
  • ნეგატიური დამოკიდებულება მშობლებთან,
  • ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლებთან,
  • აგრესიულობა.

ყურადღების დეფიციტი ვლინდება:

  • ყურადღების კონცენტრაციის უნარის მცირე ხანგრძლივობაში იგივე ასაკობრივი ჯგუფის სხვა ბავშვებთან შედარებით;
  • ყურადღების შერჩევითობისა და ფოკუსირების დარღვევაში.  სელექციური ყურადღების სიმწირეში და სტიმულების აღქმისა და გაგების შეზღუდულ უნარში;
  • ხელის შემშლელი გარე სტიმულისადმი მგრძნობიარობაში.  მათ არ შეუძლიათ იმპულსური რეაქციის შეჩერება ისეთ სიტუაციაში, რომელიც მოითხოვს კონცენტრირებულ, დაფიქრებულ, ორგანიზებულ და მიზან-მიმართულ მოქმედებას;
  • ყურადღების მიზანმიმართული გადატანის უნარის დაქვეითებაში.
  • ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ აქტივაციის დონე ასეთ ბავშვებში ძალიან დაბალია და ამიტომ ისინი სტიმულირების სხვა წყაროებს ეძებენ. ტვინის აქტივობის დონე ჰიპერაქტიურ ბავშვებში გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვებში.

იმპულსურობა ვლინდება:

  • დავალებაზე პასუხის გაცემისას, შეჩერების და დაფიქრების უუნარობაში.
  • საკუთარი ჯერის დალოდების უუნარობაში
  • დაუფიქრებელ მოქმედებაში
 

ჰიპერაქტივობა ვლინდება:

  • ჭარბ მოტორულ აქტივობაში.  სპეციალური, აქტივობის ხარისხის გასაზომი ხელსაწყოების მეშვეობით მიღებული შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ ADHD-ის მქონე ბავშვები, სხვა ბავშვებთან შედარებით, მოუსვენრობის მაღალი დონით ხასიათდებიან.  აქტიურობის ზრდა ნაკლებად შესამჩნევია თავისუფალი თამაშის დროს, მაგრამ აშკარა ხდება შეზღუდული თამაშების, ფილმების ყურების ან კონსტრუქტორებით თამაშის დროს.  უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში აქტივობის დონის გაზომვების შედეგები ჰიპერაქტიურ ჯგუფში არ დაემთხვა ყურადღების გაზომვის შედეგებს.  უყურადღებო ბავშვები, აუცილებელი არაა ზედმეტად მოუსვენარები იყვნენ. ეს გვიჩვენებს, რომ ADHD-ის მქონე ბავშვებ განსხვავდებიან ქცევითი სიმპტომების მიხედვით.
  • აკადემიურ ჩამორჩენაში - ADHD-ის მქონე ბავშვების აკადემიური მოსწრების შეფასება დაწყებით სკოლაში გვიჩვენებს (ინტელქტუალური კოეფიციენტის მაჩვენებლები) რომ მათი მონაცემები არ განსხვავდება, იგივე ასაკის ჩვეულებრივი ბავშვების მონაცემებისგან.  მხოლოდ მე-3 კლასიდან დაწყებული მათი მაჩვენებლები გაცილებით დაბალია და ცვალებადი ნორმასთან შედარებით. დამტკიცებულია, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან შედარებით უფროსი ასაკის ADHD-ის მქონე ბავშვებს მეტი პრობლემები უჩნდებათ სწავლაში და ემოციურ განვითარებაში. ისინი პატარებთან შედარებით მეტად არაკომუნიკაბელურნი, დეპრესიულნი და აგრესიულნი არიან.  აღსანიშნავია, რომ აგრესიული ADHD-ის მქონე ბავშვებს გაცილებით მეტად უჭირთ კითხვის სწავლა, ვიდრე უბრალოდ აგრესიულ ან მხოლოდ ADHD-ის მქონე ბავშვებს.
  • აგრესიულობასა და ქცევის პრობლემებში -ADHD-ის მქონე ბავშვებს უჭირთ სოციალური ურთიერთობების დამყარება.  ისინი ხშირად იწვევენ ნეგატიურ და კონფლიქტურ საუბარზე მშობლებს, მასწავლებლებს. ისინი არაპოპულარულნი და გარიყულები არიან თანატოლების მიერ. გასაკვირი არ არის, რომ მრავალი მათგანი არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და თითქმის დაკარგული აქვს თვითპატივისცემის გრძნობა.  ასაკის მომატებასთან ართად ეს პრობლემები მძაფრდება.  ADHD-ის მიერ გამოწვეული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა აგრესიული და ასოციალური ქცევაა (მაგ. ჩხუბი, ქურდობა, ტყუილი).  მსგავსი ქცევები ADHD-ის მქონე ბავშვების 70%-ს ახასიათებთ.  გასაგებია, რომ ეს უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის სხვების მიერ აღქმაზე, მას ცუდად ეპყრობიან სახლში, სკოლაში.  ყოველივე ამის გამო, ხშირად ქცევის პრობლემების მოგვარება ასოცირდება ADHD-ის განკურნებასთან.

 

შეიძლება თუ არა დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშვს და როგორ?

  • ADHD-ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომები.
    უპირველეს ყოვლისა მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ADHD-ის შესახებ, რათა შეძლონ სწორად განსაზღვრონ და დააკვირდნენ სიმპტომებს, მაქსიმალურად დაეხმარონ საკუთარ შვილს პრობლემების გადალახვაში.
  • ბავშვისთვის მიზანშეწონილია ინდივიდუალური ან ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება.  კონსულტაცია შეიძლება მოიცავდეს:  ინფორმირებას ADHD-ის შესახებ; სოციალური ურთიერთობის ჩვევების ჩამოყალიბების ტრენინგს; სპეციალურ ტექნიკებს სწავლებისა, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვს დაიმახსოვროს, რომ ქცევის, მოქმედების წინ უნდა დაფიქრდეს და ყურადღება მოიკრიფოს.  მოზრდილ ბავშვებს შეგვიძლია ვასწავლოთ დავალების, სამუშაოს ორგანიზება, დასრულება, დღიურების, კითხვარებისა და წამზომის გამოყენებითაც კი.
  • მშობლებისა და მასწავლებლების მიერ ქცევითი ტექნიკების გამოყენება, დაეხმარება ბავშვს წარმატებით შეხვდეს დავაЛების მოთხოვნებს.  როგორც აღმოჩნდა ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფის კარგად მოქცევისკენ, დავალების წარმატებით დასრულებისკენ, ამიტომ წინასწარ შეთანხმებული არავერბალური სიგნალი შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს ყოველ ჯერზე დავალებასთან დასაბრუნებლად.  დავალების დამთავრების და ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში, დადებითი განმტკიცება (პრიზი, ჯილდო) ძალიან დაგეხმარებათ ამ მიღწევების განმტკიცებაში.  ოღონდ ეს დადებითი განმტკიცება იმავდროული და ხშირი უნდა იყოს. ADHD-ის მქონე ბავშვები არ რეაგირებენ გადავადებულ წახალისებასა და განმტკიცებაზე.  წინა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის პრიზი ყოველ 2-3 წუთშია საჭირო.  დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დღეში რამდენჯერმე, მოზრდილებისთვის – დღეში ერთხელ.
    ADHD-ის მქონე ბავშვების დახმარების სხვა ხერხებია:  ბავშვისთვის მხოლოდ ერთი ან ორ-ნაბიჯიანი დავალების მიცემა.
  • საშინაო დავალების მცირე დავალებებად დაყოფა.  თითოეული პატარა დავალება მოწმდება, სანამ ახალზე გადავალთ.
  • მცირე დროის მონაკვეთის განსაზღვრა და ბავშვისთვის ჩვენება, თუ რა რაოდენობის დავალებების დასრულება შეუძლია ამ დროის განმავლობაში.
  • ბავშვისთვის დღიურის წარმოებაში დახმარების აღმოჩენა.
  • დღის განრიგის, საშინაო დავალების რვეულში გეგმის სახით ჩამოწერის სწავლება.

 

როგორია ADHD-ის მკურნალობა?

ADHD-ის ყველაზე ეფექტურ მკურნალობას წარმოადგენს მულტიმოდალური მიდგომა, რომელიც გულისხმობს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, ქცევითი სწავლების მეთოდების გამოყენებას.

მშობლებისთვის ბავშვის ქცევის მართვის ტექნიკების სწავლება, ბავშვის სპეციფიურ მოთხოვნებზე აგებული შესაბამისი სასწავლო პროგრამები და მედიკამენტების მიღება, საგრძნობლად ამცირება ADHD-ის სიმპტომებს.

ADHD-თან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობისათვის გამოიყენება ფსიქოსტიმულატორები.  ისინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ამაგზნებლად მოქმედებენ.  მათი ეფექტურობა ADHD-ის შემთხვევაში, არ არის “პარადოქსული”, რადგან, ისინი იგივე ფსიქოლოგიურ და ქცევით ეფექტებს იწვევენ ნორმალურ პოპულაციაშიც. ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი სამი ფსიქოსტიმულანტი – მეთილფენიდატი (რიტალინი); დექსტროამფეტამინი (დექსედრინი) და ფემოლინი (სილერტი).

ქვემოთ მოყვანილია სტიმულანტების დოზები და მიღების რეჟიმი.  ფსიქოლტიმულანტების დანიშვნა და მათი ზემოქმედებიУ კონტროლი, ძალიან მკაცრი, მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს, ვინაიდან ყველა ბავშვი თავისებურად რაგირებს ამგვარ მკურნალობაზე.

 

რიტალინი –  ორჯერ დღეში – 2,5-დან 25 მგ-მდე
დექსედრინი –  ორჯერ დღეში – 2,5-დან 25 მგ-მდე
სილერტი –  ერთხელ დღეში – 18,7-დან 112,5 მგ-მდე

ბავშვისთვის წამლის დოზის შერჩევა არ ხდება მისი წონის შესაბამისად.  დღესდღეობით მეთელფენიდატი (რიტალინი) ყველაზე გავრცელებული მარეგულირებელი საშუალებაა, რომელიც ADHD-ის მქონე ბავშვების 90% ენიშნებათ.  ალტერნატიული მედიკამენტოზური მკურნალობის არსებობის მიუხედავად ფსიქოსტიმულანტი – რიტალინი საუკეთესო არჩევნად ითვლება.

რიტალინი დადებითად მოქმედებს ADHD-ის მქონე ბავშვების ყურადღების კონცენტრაციაზე.  ბავშვები მეტ ყურადღებას აქცევენ დავალების სწორად შესრულებას, იზრდება იმპულსურობის კონტროლი,  მცირდება აგრესიულობა, კლასში გაუთავებელი მოძრაობა.  ქცევის რეგულირების ეს ეფექტები და ყურადღების გაუმჯობესება ძლიერდება შედარებით მაღალი დოზების გავლენით და ყველგან აღინიშნება:  სახლში, სკოლაში, კლინიკასა თუ თანატოლებში.  უმჯობესდება ბავშვის სოციალური ურთიერთობების დამყარბის უნარი. რიტალინის ზეგავლენით მცირდება ბავშვის დაუმორჩილებლობა, რაც ხელს უწყობს მშობლებთან, მასწავლებლებთან და თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. რიტალინის მიღებისას არ აღინიშნება აკადემიური მოსწრების მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ შეთხვევაშიც ბავშვის მაჩვენებლები უმჯობესდება.

რიტალინის მიღების შესაძლო გვერდითი ეფექტებია:  უძილობა, უმადობა, თავის და მუცლის ტკივილები, გაღიზიანებულობის მომატება, ხშირი ტირილი, სხვადასხვა სახის ნევრალგიები.  ეს გვერდითი მოვლენები დროებითია და როგორც წესი Яამლის დოზის დარეგულირების შემდეგ აღარ იჩენენ თავს.  ერთ-ერთი გრძელვადიანი გვერდითი ეფექტია სიმაღლეში და წონაში ზრდის შეზღუდვა.  რაც უფრო მაღალია რიტალინის მიღების დოზა, მით უფრო ძლიერად არის გამოხატული სიმაღლეში ზრდის პრობლემა და ყველაზე მკაფიოდ ეს წამლის მიღების პირველ წელიწადს აღინიშნება.  შემდგომში ზრდა შედარებით სტაბილურდება, თუმცა ბავშვები, რომელნიც ხანგრძლივად იღებენ რიტალინს, თანატოლებზე გაცილებით პატარები არიან (სიმაღლისა და წონის მიხედვით).  სხვა ხანგრძლივი გვერდითი ეფექტებიდან ასახელებენ ნარკომანიას, დეპრესიას ანდა სხვა ემოციურ დარღვევებს.  ამიტომ, რიტალინის და მედიკამენტებით მკურნალობის მოწინააღმდეგენი გვთავაზობენ ADHD-ის მკურნალობის ნატურალურ გზებს.  მათგან ყველაზე გავრცელებულია დიეტები და ვიტამინებით, მინერალებით და შესაბამისი კვების დანამატებით მკურნალობა.  დიეტა გულისხმობს ბავშვის რაციონიდან შემდეგი ინგრედიენტების მთლიანად ამოღებას ან მათ მინიმუმამდე დაყვანას:  რაფინირებული თეთრი შაქარი; ხელოვნური დანამატები (სახარინი და სხვა); ხელოვნური საკვების საღებავები; კონსერვანტები; კოფეინი; ფოსფატები.  მათ კვეБითი ღირებულება არ გააჩნიათ და გარდა ამისა შეუძლიათ ზიანის მიყენება იმ ბავშვებისთვის ვისაც სუსФი იმუნური სისტემა აქვთ.

ფერმენტების, ვიტამინების, მინერალების და ამინომჟავების შეთანხმებული მუშაობა განაპირობებს სხეულისა და ტვინის კარგ ფუნქციონირებას.  იდეალურ შემთხვევაში ეს სასარგებლო ნივთიერებები უნდა შედიოდეს ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ ეს საკმაოდ რთული მისაღწევია.  ამიტომ ქვემოთ მოვიყვანთ იმ კვებით დანამატების ჩამონათვალს, რომელნიც განსკაუთრებით კარგ შედეგს იძლევიან ADHD-ის სიმპტომების შემსუბუქებაში.

  • კარგად ბალანსირებული მულტივიტამინური და მინერალური ფორმულები.
  • ლუსქ-მწვანე წყალმცენარეები ან სპირულინა.
  • კალციუმი და მაგნეზია – დამამშვიდებელი ეფექტი.
  • ცინკი – იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ალკოჰოლური მოწამვლისა და უკმარისობის დროს.
  • გინგკო ბილობა – აძლიერებს ტვინის სისხლის მიმოქცევას.  აუმჯობესებს მეხსიერებას.
  • B ვიტამინის კომპლექსი – ანტისტრესორია, აუმჯობესებს ნერვიული სისტემის ფუნქციონირებას.
  • დიმეთილ გლიცერინი – ჟანგნადით ამარაგებს ტვინს.
  • გამა – ამინობუტირული მჟავა – ამცირებს ჰიპერაქტიურობას.
  • ვალერიანი – მოქმედებს სედათიურად.
  • Rescue Remedy – ყველანაირი ყვავილებისგან დამზადებული სამკურნალო საშუალებები ამშვიდებს და აწყნარებს სტრესის დროს.

გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია ქცევითი თერაპია და ფსიქოლოგიური პროგრამები, მიმართული ბავშვის ქცევის კონტროლის და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებაზე.

 

რა სახის იმედი უნდა მქონდეს ჩემი ბავშვისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ის მქონე ბავშვები სკოლაში წარუმატებლობისა და ემოციური პრობლემების წარმოშობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, მათი პრობლემების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და შესაბამისი დახმარება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ მდგომარეობას.

ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობას მოზრდილობაშიც მიყვება გარკვეული სიმპტომები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სწორი მკურნალობის და ფსიქოლოგიური დახმარებისას ისინი კარგად ადაპტირდებიან და წარმატებებსაც აღწევენ.

 

როგორ უნდა შევუწყო ხელი ჩემი ბავშვის განათლებას, როგორ ვასწავლო ჩემს შვილს?

ADHD-ის მქონე ბავშვებს პირველ რიგში ესაჭიროებათ სწავლის ფიზიკური პირობების შექმნა, შემდეგ სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომელნიც მის თავისებურებებს ითვალისწინებენ.

  1. სასურველია და აუცილებელიც დახურული ტიპის საკლასო ოთახები, ვინაიდან ღია ტიპის ოთახები იზიდავენ ყოველგვარ სმენით და მხედველობით ხელის შემშლელ სტიმულებს.
  2. უმჯობესია ბავშვი დავსვათ პირველ მერხზე, ახლოს მასწავლებელთან და მოშორებით კარებისგან და ფანჯრებისგან.
  3. ყოველი გარე ხმაური და მხედველობითი გამღიზიანებელი უნდა იქნეს დაყვანილი მინიმუმამდე.  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი მასალის მიწოდება ხდება.
  4. მასწავლებელი, მშობელი ყოველთვის წარმართავს ბავშვის ყურადღებას სიტყვით, ფიზიკური შეხებით ან “საიდუმლო”სიგნალის გამოყენებით
  5. ინსტრუქციები ბავშვებისათვის უნდა იყოს ნათქვამი სწორი არტიკულაციით, მკაფიოდ და მარტივი წინადადებებით.
  6. ახალი ინფორმაცია უნდა დანაწევრდეს მოკლე, კარგად განსაზღვრულ წინადადებებად.
  7. ზეპირი ინფორმაციის უკეთ გაგებას ხელს უწყობს მასწავლებლის მიერ ნელი ტემპით საუბარი.
  8. ვერბალურ ინსტრუქციებს თან უნდა ახლავდეს ვიზუალური დამხმარე მასალა (სურათები, დიაგრამები, მოდელები.)
  9. ვინაიდან ყოფითი მოვლენები უკეთესად გვამახსოვრდება, კონკრეტული მაგალითები და უშუალო გამოცდილებით მიღებული ცოდნა მეტად ეფექტურია.
  10. აუცილებელია პერიოდულად დაამყაროთ უკუკავშირი ბავშვთან, რათა დარწმუნდДთ, რომ იგი ნამდვილად გისმენთ.
  11. საჭიროების შემთбვევაში ინსტრუქციები უნდა გაიმეოროთ იმის და მიხედვით, თუ რამდენად გაიგო ისინი კლასმა, გაამხნევეთ ბავშვი, რომ გაიმეოროს რაც ითქვა. გადადით ახალ მასალაზე ეტაპობრივად.  ყოველთვის დაუბრუნდით განვლილ მასალას ისე, რომ ბავშვებს დაეუფლოთ წარმატებულობის განცდა.
  12. გაკვეთილის დასაწყისსა და ბოლოში აუცილებლად უნდა იქნეს გამეორებული და ხაზგასმული ახალი მასალა და ლექსიკა.  დაფაზე ახალი მასალის დაწერა ხელს უწყობს მოწაფეთა ყურადღების გამახვილებას.
 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას