|
ქალა-ტვინის ტრავმარა არის ქალა-ტვინის ტრავმა? რა არის ქალა-ტვინის ტრავმა?ქალა-ტვინის ტრავმა არის გარე ფიზიკური ძალით გამოწვეული თავის ტვინის შეძენილი დაზიანება, რაც არახელსაყრელ გავლენას ახდენს პიროვნების შემეცნებით, კომუნიკაციურ, თუ ემოციურ-მოტივაციურ სფეროზე. ტერმინი ქალა-ტვინის ტრავმა მოიცავს თავის ქალის ღია ან დახურული დაზიანებით გამოწვეულ, ერთი ან რამდენიმე სფეროს გაუარესებას: მეტყველების, მეხსიერების, ყურადღების, აბსტრაქტული აზროვნების, სენსორული, პერცეპტული და მოტორული უნარების, სომატური ფუნქციების, სოციალური ქცევის. ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად შეიძლება დაზიანდეს თავის ქალა, ტვინის ქსოვილი ან სისხლძარღვოვანი სისტემა. შეიძლება მოხდეს თავის ქალის გატეხვა, კონტუზია, ჰემატომა, ტვინის შეშუპება, ქალასშიდა წნევის მომატება, ინტრაცერებრული ჰემორაგია (სისხლის ჩაქცევა). ქალა-ტვინის ტრავმის ხარისხი სხვადასხვაა და დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და დარღვევების სირთულეზე. გამოყოფენ მსუბუქ, ტრივიალურ ტრავმებს, საშუალო ხარისხის, მძიმე და ძალიან მძიმე ტრავმებს. განასხვავეებენ ქალა-ტვინის ტრავმის ღია და დახურულ ფორმებს. დახურული თავის ტრავმები უფრო გავრცელებული ფორმაა და ისეთი დაზიანებაა, რომლესაც თან არ ახლავს თავის ქალის ძვლების მოტეხილობა ან ტვინის მაგარი გარსის დაზიანება. დახურულ ტრავმებში გამოყოფენ: ტვინის შერყევას (ცომოტიო ცერებრი), კონტუზიებს და ტვინის კომპრესიას. ღია ტრავმას თან ახლავს თავის ქალის ძვლების მოტეხილობა. ტრავმის შემდგომი გამოჯანსაღების პერიოდი შეიძლება დაიყოს მწვავე, ქვემწვავე და ხანგრძლივ პერიოდებად. ყოველი პერიოდისათვის არ არსებობს განსაზღვრული დროითი მონკვეთები. იგი დამოკიდებულია ასაკზე, ტრავმის ხარისხზე. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მწვავე პერიოდი რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძლედეს, ქვემწვავე პერიოდი- 3-6 თვიდან 1 წლამდე, ხოლო ხანგრძლივი პერიოდი 1 წლის შემდეგ იწყება. მსუბუქი დაზიანების დროს ასეთი პერიოდების გამოყოფა არ ხდება. ქალ-ტვინის ტრავმას ხშირად “მდუმარე ეპიდემიას” უწოდებენ, ვინაიდან ქალა-ტვინის დაზიანების შემდეგ ბავშვს დიდხანს შეიძლება არ გამოუვლინდეს სიმპტომები. ქალა-ტვინის ტრავმის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე და ლოკალიზაციაზე. გამოყოფენ პერინატალურ (მშობირობის პერიოდის) ტრავმულ დაზიანებას. მშობიარობის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გაივლის ნყოფი სამშობიარო არხს და როგორ გამოვა გარეთ. ტრავმის რისკი იზრდება ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა არაელასტიური სამშობიარო არხი, ძალიან დიდი ნაყოფი ან პატარა ზომის საშო, ნაყოფის არასწორი მდებარეობა. რითი ხასიათდება ქალა-ტვინის ტრავმა?ქალა-ტვინის ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და ტრავმის ხარისხზე. რაც უფრო ადრეულია ბავშვის ასაკი და ძლიერია დაზიანების ხარისხი, მით უფრო გამოხატულია მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. ტრავმის შედეგად ბავშვმა შეიძლება გონება დაკარგოს (კომატოზური მდგომარეობა), ან შეიძლება ჰქონდეს პოსტტრავმული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), დროსა და გარემოში დეზორიენტაცია. ბავშვებს, რომელთაც ქალა-ტვინის ტრავმა გადაიტანეს შეიძლება პრობლემათა მთელი კომპლექსი აღმოუცენდეთ:
ყოველ სფეროში დარღვევა განსხვავებული ხარისხით ვლინდება. მათი სიმძიმე დამოკიდებულია დაზიანების ბუნებაზე, ხარისხზე, ბავშვის ასაკზე, კომის ხარისხზე მისი არსებობის შემთხვევაში. კომის სიღრმე და ხანგრძლივობა განსაზღვრავს ტვინის დაზიანების ხარისხს. რა მიზეზი იწვევს ქალა-ტვინის ტრავმას?თავის ტვინის ტრავმის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სატრანსპორტო უბედური შემთხვევები, ფიზიკური ძალადობის, ჩხუბის შემთხვევები, სამშობიარო ტრავმები, ვარჯიშის დროს მომხდარი დაზიანება, ბავშვის დაცემა, ჩამოვარდნა. რა სიხშირით გვხვდება ქალა-ტვინის ტრავმა?აშშ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ყოველწლიურად 1 მლნ. ბავშვი იღებს ქალა-ტვინის ტრავმას და აქედან ჰოსპიტალიზაციას ითხოვს 165000 შემთხვევა. დახურულ ტრავმებზე მოდის ქალა-ტვინის ტრავმის შემთხვევათა 83.5%. თავის ტვინის იოლი დაზიანება უფრო ხშირია, ვიდრე მძიმე; იოლი ტრავმის შემთხვევაში არც მიმართავენ სამედიცინო სამსახურს. მსუბუქი დაზიანება გვხვდება 19 წლამდე შემთხვევათა 89% და 1 წლამდე შემთხვევათა 76%. დაზიანების სიხშირე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. ასაკობრივი თვალსაზრისით ქალა-ტვინის ტრავმები ყველაზე ხშირია 1-დან 12 წლამდე- 87%. აქედან 7-12 წლის ბავშვებზე მოდის 48%. მიზეზის თვლსაზრისით, ყველაზე ხშირია ბავშვების სხვადასხვა სიმაღლიდან ვარდნა, შემდეგ სატრანპორტო შემთხვევები (საავტომობილო, მოტოციკლეტის, ველოსიპედის), შემდეგ მოდის ფეხით მოსიარულეთა უბედური შემთხვევები. რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ქალა-ტვინის ტრავმის დროს?ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები ბავშვებში რთულდება იმ ფაქტორით, რომ მათი ცენტრალური ნერვული სისტემა არ არის სრულად ჩამოყალიბებული და განაგრძობს მომწიფებასა და განვითარებას მათი ზრდის განმავლობაში. ამიტომ, შესაძლებელია ქალა-ტვინის ტრავმის სიმპტომები გამოჩნდეს არა უშუალოდ დაზიანების შემდეგ, არამედ მოგვიანებით, როდესაც მოდის ტრავმის შედეგად დაზიანებული სისტემების მომწიფების და აქტივობის დრო. ბავშვებს პრობლემები ყველაზე ხშირად შეიძლება გამოუვლინდეთ შემდეგ სფეროებში:
როგორ შეიძლება დავეხმაროთ ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ბავშვებს?
შეიძლება თუ არა ქალა-ტვინის ტრავმის განკურნება?სრული გამოჯანმრთელება დამოკიდებულია ტრავმის ხარისხზე. იოლი ტრავმის შემთხვევაში ბავშვი ხშირად სპეციალური მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდება. საშუალო ხარისხის ტრავმას ესაჭიროება მკურნალობა და ექიმის მეთვალყურეობა მწვავე და პოსტმწვავე პერიოდში. ბავშვი ხშირად სრულიად გამოჯანმრთელდება სპეციალური სარეაბილიტაციო დახმარების გარეშეც. რაც შეეხება მძიმე და ძალიან მძიმე ტრავმებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია ინტენსიური სამედიცინო მკურნალობა და ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. გამოჯანმრთელების პროგნოზი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ძალიან ინდივიდუალურია. ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე და პოსტ-მწვავე პერიოდში ხდება ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და თუ საჭიროა (ჰემატომის შემთხვევაში) ქირურგიული ჩარევა. პოსტმწვავე პერიოდში გამომდინარე ბავშვის მდგომარეობიდან შეიძლება საჭირო იყოს მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია მეტყველების პრობლემების შემთხვევაში. ტრავმის სიმძიმის მიხედვით გამოჯანსაღების ხანგრძლივ პერიოდში ბავშვს შეიძლება დასჭირდეს სპეციალური ნეიროსარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება. ტრავმით გამოწვეული სწავლის და ქცევის პრობლემების დაძლევის მიზნით აუცილებელი ხდება სპეციალური სასწავლო პროგრამის შემუშავება, რიგ შემთხვევაში კი ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა. ტრავმის შემდგომ ხანგრძლივ პერიოდშიც ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება წამლების მიღება გულყრების კონტროლის, ყურადღების კონცენტრაციის გაზრდის, შფოთვის შემცირების მიზნით. ამიტომ, ამ პერიოდშიც აუცილებელია ნევროპათოლოგის და ნეიროფსიქოლოგის კონსულტაციები. რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
როგორ ვასწავლოთ ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ბავშვს?ხშირად მასწავლებლებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია ქალა-ტვინის ტრავმა გადატანილი ბავშვების შესაძლებლობების შესახებ. სკოლა ტრავმის შემდგომი აღდგენითი პროცესის გაგრძელებაა, ხოლო აღდგენა უკვე საავადმყოფოში იწყება. ზოგიერთი ბავშვი ტრავმის შემდეგ სწრაფად აღიდგენს ჯანმრთელობას; ხშირად აღდგენის პროცესი თვეები და რამდენიმე წელიც კი გრძელდება. ძალიან მძიმე შემთხვევებში კი სრული გამოჯანმრთელება ვერ ხერხდება და გარკვეული დარღვევები ქრონიკულ ხასიათს ატარებენ. დარღვეული ფსიქიკური ფუნქციების აღდგენის პროგნოზირება ძალიან რთულია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქიკური ფუნციების აღდგენა დამოკიდებულია როგორც ტრავმის სიმძიმეზე და ასაკზე, ასევე დაზიანებამდე ბავშვის გონებრივი უნარების განვითარების დონეზე, ოჯახურ გარემოზე. გამოჯანმრთელების შემდეგ, სკოლაში წასვლის წინ მიზანიშეწონილია ნეიროფსიქოლოგისა და მეტყველების თერაპევტის მიერ ბავშვის კონსულტირება. მათი დაკვირვების და გამოკვლევის შედეგები სასარგებლო ინფორმაციაა მასწავლებლისათვის ბავშვის უნარ-შესაძლებლობების თაობაზე. თუ ბავშვი ინდივიდუალურ პროგრამას საჭიროებს, მისი შემუშავებაც აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. როდესაც ბავშვი ტრავმის შემდეგ სკოლაში ბრუნდება, მისი მდგომარეობა განსხვავდება ტრავმამდელი მდგომარეობისაგან. ზოგჯერ სულ მცირე, თითქმის შეუმჩნეველმა დეფიციტმა მეტყველებაში თუ მხედველობით-სივრცით ფუნქციებში შეიძლება სწავლის პრობლემები შექმნას. სირთულეები სწავლაში და სასწავლო სიტუაციასთან ხელახლა შეგუებაში ხშირად ემოციურ და ფსიქოსოციალურ პრობლემებს ქმნიან. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი სასკოლო მოთხოვნების და მოლოდინების ბავშვის შესაძლებლობებთან და მოთხოვნილებებთან მისადაგება. ტრავმის შემდეგ ბავშვისათვის განსაკუთრებით ძნელია ყურადღების დიდი ხნით კონცენტრაცია, სწრაფად იფიტება და გაკვეთილის ბოლოს ვეღარ ითვისებს მასალას. მას დიდი დრო სჭირდება დავალების შესასრულებლად, უჭირს გადართვა; ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები, რის გამოც ავიწყდება დღის განმავლობაში მომხდარი ამბები, ბევრჯერ სჭირდება მასალის გამეორება. უფრო მძიმე ტრავმის შემდეგ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მეტყველების პრობლემები. ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომ ბავშვის სწავლის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:
ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი შეიძლება კლასში დაბრუნდეს და ჩაერთოს საერთო სასწავლო პროცესში, შესაძლებელია კლასში ინდივიდუალური პროგრამით მეცადინეობდეს, შეიძლება სახლში სწავლობდეს ინდივიდუალური პროგრამით. პერინატალური ტრავმის მქონე ბავშვებს ჩვილობის ასაკიდან ესაჭიროებათ სპეციალური განვითარების პროგრამები, სპეციალურ ბაღში სიარული, რაც ბევრად ამცირებს მათ სასკოლო პრობლემებს. |
შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ
გამოგზავნეთ:
webmaster@icc.ge |