|
სწავლის უნარის დაქვეითებარა არის სწავლის უნარის დაქვეითება? რა არის სწავლის უნარის დაქვეითება?ტერმინი სწავლის უნარის დაქვეითება (Learning Disability), პირველად 1963 წელს შემოიღეს, ხოლო განმარტება კი 1975 წელს მიიღეს აშშ ფედერალური კანონმდებლობის მიერ. სწავლის უნარის დაქვეითება ზოგადი სახელწოდებაა დარღვევების ჰეტეროგენული ჯგუფისათვის, რომლებიც ვლინდება მოსმენის, გაგების, მეტყველების, კითხვის, წერის, თვლის უნარების განვითრების დეფიციტში და სავარაუდოა დაკვშირებული იყოს ცენტრლური ნერვული სისტემის დისფუნქციებთან. ტერმინით “სწავლის უნარის დაქვეითება” აღიწერება ინფორმციის შენახვის, გადამუშავების და ახალი ინფორმაციის პროდუცირების სხვადასხვა სახის და ხარისხის დაბრკოლებები (აშშ სწავლის უუნარობის ნაციონალური კომიტეტი (NCLD); IDEA (ინვალიდ ინდივიდთა განათლების აქტი)-ს მიხედვით სწავლის უნარის დაქვეითების განსაზღვრება გულისხმობს:
წარსულში სწავლის უნარის დაქვეითების აღსანიშნავად იყენებდნენ შემდეგ ტერმინებს: თავის ტვინის მინიმალური დისფუნქცია, დისლექსია, ჰიპერაქტიულობა.
რა ახასიათებს სწავლის უნარის დაქვეითებას?ბავშვების გარკვეული კატეგორია, რომელთაც სკოლაში შესვლამდე განვითარებაში თითქოს პრობლემები არ ჰქონიათ, სკოლაში სწავლისას სიძნელეებს აწყდებიან. მასწავლებლებზე ისინი ხშირად ტოვებენ უყურადღებო, ზარმაცი, მოუნდომებელი, უინტერესო მოსწავლის შთაბეჭდილებას, რაც სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამება ხოლმე. სწავლის უნარის დაქვეითება პირველ რიგში აკადემიურ მოსწრებაში ვლინდება. ბავშვს შეიძლება აღმოაჩნდეს წერის, კითხვის, არითმეტიკის ათვისების სიძნელეები. სწავლის უნარის დაქვეითების დახასიათება საკმაოდ რთულია, რადგან იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ ხასიათს ატარებს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სწავლის სიძნელეებს ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ედოს საფუძვლად. ბავშვების ფსიქიკური განვითარება ამ დროს მოზაიკურ ხასიათს ატარებს, რაც ნიშნავს ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების არათანაბარ განვითარებას. გონებრივი ჩამორჩენილობისაგან განსხვავებით, სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვების ზოგიერთი ფუნქცია კარგად არის განვითარებული, ზოგიერთი კი შეფერხებული, ან დარღვეულია თავის განვითარებაში. ზოგ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა მხედველობით-სივრცითი ფუნქციის დარღვევებია. ბავშვს უჭირს მარჯვენა-მარცხენა მხარის გარჩევა, საგნების სივრცითი განლგების წარმოდგენა, ხატვა, ხანდახან სქემატური საგნების ცნობაც კი. მას პრობლემები აქვს ასოების კონფიგურაციის გარჩევაში (მაგ. ხ ძ, შ წ, გ ვ კ). ამავე დროს უძნელდებათ არითმეტიკული ოპერაციების ათვისება, მრავალნიშნა რიცხვების წაკითხვა, საათის ცნობა, რაც სივრცით ანალიზს მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა მეტყველების ფუნქციებშია. განსაკუთრებით ეს ეხება: აზრის წინადადებაში ჩამოყალიბებას-გამოთქმას და სხვისი სიტყვიერი ინსტრუქციის, ან სხვისი მონაყოლის ინტერპრეტაციას. ასეთ ბავშვს უჭირს მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალის გაგება, მასწავლებლის ინსტრუქციების მიყოლა, ტოლებთან ურთიერთობა და გაკვეთილის მოყოლა. სხვა შემთხვევაში პრობლემა შეიძლება დახვეწილ მოტორულ კონტროლსა და ნატიფ მოძრაობებში იყოს. ამ დროს ბავშვს უჭირს დაიმახსოვროს, თუ როგორ შემოხაზოს და რა მოძრაობები გააკეთოს ასოს დაწერისას. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს თანმიმდევრულ მოქმედებათა რეგულაცია და კონტროლი. სასკოლო მოსწრების წარმატება ბევრადაა დამოკიდებული ბავშვის უნარზე გაიგოს და შეასრულოს დავალებათა სერიები სწორი თანმიმდევრობით, დამოუკიდებლად შეძლოს დავალების შესრულება. ამ შემთხვევაში ბავშვს უჭირს თანმიმდევრული მოქმედებების ზედამხედველობის გარეშე შესრულება, უძნელდება მიყვეს მასწავლებლის ინსტრუქციას და შეასრულოს ისე, რომ თვითონ აკონტროლოს საკუთარი შეცდომები. ასეთი ბავშვები იმპულსურები არიან და დამოუკიდებლად მოქმედება და დავალების შესრულება უჭირთ. ზოგჯერ კი ბავშვს ხანმოკლე მეხსიერების და ყურადღების პრობლემები აქვს, რაც აქვეითებს მისი სწავლის ეფექტურობას. უყურადღებობისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი შეიძლება თან ახლავდეს სწავლის უნარის დაქვეითებას, მაგრამ არა ყოველთვის. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობები აქვს. ერთი ფსიქიკური ფუნქციის დეფიციტის შემთხვევაში კომპენსაციას სხვა განვითარებული ფუნქციების ხარჯზე აკეთებს. ამიტომ, ხშირად პირველ კლასებში შეიძლება არ გამოჩნდეს სწავლის უნარის დაქვეითების სინდრომი. მოგვიანებით, როდესაც უფრო დიდი დატვირთვაა, დიდი და რთული მასალაა, ბავშვი ვეღარ ახერხებს კომპენსირებას და მისი სირთულეებიც იჩენს თავს. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვი ძლიერ განიცდის საკუთარ წარუმატებლობას სკოლაში. იგი ძალიან ცდილობს, მაგრამ გარშემო მყოფები ამას ნაკლებად თუ ამჩნევენ. მას მაინც აღიქვამენ როგორც ზარმაცს, უინტერესოს და დაბალი მოტივაციის მქონეს (მოუნდომელს). მასწავლებლები და მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რა ხდება ბავშვის თავს, რადგან იგი არ ჰგავს გონებრივად ჩამორჩენილს. მას ხშირად აძლევენ შენიშვნებს და აკრიტიკებენ. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვები დაბალი თვითშეფასებით და შფოთვის მაღალი დონით გამოირჩევიან. სწავლის უნარის დაქვეითების სინდრომს ხშირად ახლავს თან ემოციური პრობლემები, ემოციური სფეროს დარღვევაც კი. ასეთი ბავშვების უმრავლესობა განსაკუთრებით გარდამავალ ასაკში გულს იცრუებს სწავლაზე და ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს მიეკუთვნება.
რა არის სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი?სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დეფიციტში მდგომარეობს. ეს დეფიციტი სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს. შესაძლებელია. რომ ნევროლოგიური და აპარატურული გამოკვლევებით არც ვლინდებოდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების გამოხატული ნიშნები. ამიტომ უწოდებდნენ წინათ თავის ტვინის მინიმალურ დისფუნქციას. თავის ტვინის ფუნქციონირების დიფიციტი შეიძლება ვლინდებოდეს სენსომოტორული ინტეგრაციის დარღვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თავის ტვინში კარგად ვერ ხერხდება მიღებული სენსორული და მოტორული ინფორმაციის მოწესრიგება და ორგანიზაცია. ბავშვს სამედიცინო თვლსაზრისით თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ სწავლის და ქცევის პრობლემები გააჩნია. იმიტომ, რომ მისი თავის ტვინი სხვადასხვა არხებით გარედან და შიგნიდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას ვერ აჯგუფებს და შეცდომით იყენებს. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ფუნქციონირებას დაზიანებულს ვერ დავარქმევთ, ამიტომ დისფუნქციას უწოდებენ. მაგალითისათვის რომ შევადაროთ, როდესაც კუჭი სხვადსხვა მიზეზის გამო კარგად არ მუშაობს, ადგილი აქვს საჭმლის მონელების პრობლემებს, მაგრამ კუჭი შეიძლება არ იყოს დაზიანებული. სწავლის უნარის დაქვეითების გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავის ტვინის დისფუნქციის გამოვლინების იოლ ნევროლოგიურ ნიშნებს, ან თავის თვინის რაიმე ანატომიურ თავისებურებებს, რაც ვლინდება ბავშვის თავის ტვინის ნეიროვიზუალური, აპარატურული გამოკვლევებით (კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ მაგნიტური რეზონანსი, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია). სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ბიოლოგიური ხასიათისაა. კერძოდ, გარემოს მავნე ზემოქმედებებმა (ჰაერის და წყლის ეკოლოგიური დაბინძურება, ტყვიით მოწამვლა, მავნე ნივთიერებების დედაზე და ნაყოფზე ზემოქმედება, ინფექციები) შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე. მისი აღმოცენება არ არის დამოკიდებული სოციალურ მდგომარეობაზე, აღზრდაზე, სწავლების ხარისხზე.
რა სიხშირით გვხვდება სწავლის უნარის დაქვეითება?აშშ და ინგლისის მონაცემებით მოსახლეობის 15-20% აქვს სწავლის უნარის დაქვეითების რაღაც ფორმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებით სკოლის მოსწავლეთა 7%-დან 15%-მდე აქვს სწავლის უნარის დაქვეითება. თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება ქალებში და მამაკაცებში.
რა ძირითადი პრობლემები გვხვდება სწავლის უნარის დაქვეითების დროს?
როგორ დავეხმაროთ სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვს?პირველ რიგში აუცილებელია ბავშვის სწორი და რაც შეიძლება დროული ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა. სწავლის უნარის დაქვეითების პრობლემის წინაშე ოჯახი ხშირად ბავშვის სკოლაში შესვლის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე. სკოლაში წასვლამდე, რაც უფრო ადრე მოხდება ბავშვის ფსიქიკური განვითარების პრობლემების გამოვლენა და სპეციალური დახმარების ორგანიზება, მით უფრო სრულფასოვანი იქნება ბავშვის სასკოლო მზაობა. ხშირად, სამედიცინო შემოწმებით ასეთი ბავშვები ნორმის ფარგლებში არიან, ამიტომ აუცილებელი ხდება ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა. თუ სკოლამდელ ბავშვს სენსომოტორული ინტეგრაციის პრობლემები აქვს, თუ უჭირს თითებით ზუსტი, ნატიფი მოძრაობების შესრულება, მარჯვენა-მარცხენა ორიენტაცია, ობიქტების სივრცითი მიმართებების და განლაგების ცნობა, თვალისა და ხელის კოორდინაცია, ამბის მოყოლა, მას ძალიან გაუჭირდება სასწავლო პროგრამის ათვისება. რადგანაც სწავლის უნარის დაქვეითება ყოველ ბავშვში ინდივიდუალურად ვლინდება, აუცილებელია მისი უნარ-შესაძლებლობების ძლიერი და სუსტი მხარეების დაწვრილებით აღწერა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეუძლია ბავშვს, რა უჭირს, რა მოსწონს. ყოველივე ეს აუცილებელია ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ბავშვის სენსო-მოტორული ინტეგრაციის პრობლემების, მეტყველების, ყურადღების თუ მხედველობით-სივრცითი ფუნქციების განვითარებისათვის, სპეციალური საკორექციო ღონისძიებების დაგეგმვისათვის.. რაც უფრო დროული და მიზნობრივი იქნება დახმარება, მით უფრო ნაკლები სირთულეები ექნება ბავშვს სკოლაში. სწავლის უნარის დაქვეითებას მრავალფეროვანი გამოვლინებები აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსქოლოგიური დიაგნოსტიკა, რათა არ მოხდეს მისი აღრევა გონებრივ ჩამორჩენილობასთან, აუტიზმთან, ქცევის დარღვევებთან სენსორული დეფიციტით გამოწვეულ სწავლის პრობლემებთან. ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა ხდება ბავშვეზე დაკვირვებით, მშობლების ინტერვიურებით, ფსიქოლოგიური ტესტირებით.
როგორ შეიძლება სწავლის უნარის დაქვეითების მკურნალობა?არსებობს მკურნალობის სხვადასხვა ფორმა: წამლებით, ფიზიკური ვარჯიშებით, სპეციალური პედაგოგიური და ფსიქოლოგიური დახმარებით. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვებს ყველაზე მეტად უკანასკნელი სახის მკურნალობა ესაჭიროებათ. ბვშვის ფსიქოლოგიური შეფასების შემდეგ აუცილებელია მშობლებს და მასწავლებლებს მიეწოდოს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე გაეწიოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია ბავშვისთვის ადეკვატური სწავლების სტრატეგიის შემუშავების მიზნით. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვების მკურნალობა პირველ რიგში გულისხმობს ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარ სპეციალური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური პროგრამის შექმნას და მის თანმიმდევრულ განხორციელებას. მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჩვევების თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ერთობლივად მუშაობენ. სამკურნალო პროგრამა ეყრდნობა შემოვლით სტრატეგიებს; ეს იმას ნიშნვს, რომ სწავლის პრობლემების დაძლევა, სუსტი მხარეების განვითარება ხდება შემოვლითი გზით - იმ უნარების გამოყენებით და სტიმულირებით, რომელიც ბავშვს კარგად აქვს განვითარებული. თუ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა მოითხოვს, პედიატრის და ნევროლოგის კონსულტაციით მას შეიძლება მედიკამენტებიც დაენიშნოს. მოერიდეთ ბავშვის არამიზნობრივ მკურნალობას. სწავლის უნარის დაქვეითების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია; იგი მთლიანად მოიცავს ბავშვის სწავლას, თამაშს, ცხოვრებას. ნუ დახარბდებით დაპირებებს სწრაფი განკურნების შესახებ: სპეციალური მასაჟებით, დიეტით, სუნთქვითი თუ ფიზიკური ვარჯიშებით, ვიტამინებით და ა.შ. მკურნალობის ყოველი ზემოაღნიშნული ხერხი მიზანშეწონილი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ის კონკრეტული ბავშვის მდგომარეობის და მოთხოვნილებების გათვალისწინებით ინიშნება, თანაც აუცილებლად მკურნალობის სხვა მეთოდებთან (ჩვევების თერაპია, მეტყველების თერაპია, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კორექცია) კომპლექსში. ნუ ეცდებით თვითნებურად, ექიმის და ფსიქოლოგის კონსულტაციის გარეშე “სწრაფი” მკურნალობის მეთოდების გამოყენებას.
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
|
შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ
გამოგზავნეთ:
webmaster@icc.ge |