|
ტყვიით მოწამვლა ბავშვებშიტყვია მეტალია, რომელიც მომწამვლელდ მოქმედებს ადამიანზე და გავლენას ახდენს მისი ორგანოების ფუნქციონირებაზე. ტყვიის დიდი რაოდენობით მიღება გნსაკუთრებით საშიშია ბავშვის მზარდი ორგანიზმისათვის. აშშ სნეულებათა კონტროლის მონაცემებით 1991 წელს ყოველი 6 გამოკვლეული ბავშვიდან 1 ჰქონდა ტყვიით მოწამვლის ნიშნები. ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი. მიუხედავად მრავალი გამოკვლევისა ჯერ კიდევ არ არის ზუსტად დადგენილი ტყვიის რა დოზაა უვნებელი ბავშვის ორგანიზმისათვის. თუმცა დღეს, გამოკვლევების საფუძველზე მიღებულია, რომ ტყვიის კონცენტრაციის მინიმალური დონე, რომელიც არ ავნებს ბავშვს არის 10 მკგ/დლ. ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული ტყვიით მოწამვლის აშკარა სიმპტომები. ამიტომ ტყვიით მოწამვლის შემთხვევები ხშირად შეუმჩნეველია და მკურნალობის გარეშე რჩება. ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საყოველთაო შემოწმება პირველადი პრევენციის მიზნით. ტყვიით მოწამვლასთან დაკავშირებული მახასიათებლები
ტყვიით მოწამვლის ძირითადი მიზეზებიტყვიის შემცველი საღებავი. საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის, სათამაშოების შესაღებად) სხვადასხვა დოზით შეიცავენ ტყვიას. განვითარებულ ქვეყნებში 1970 წლის შემდეგ დამზადებული საღებავები აღარ შეიცავს ტყვიას, მაგრამ ტყვიის შემცველი მტვერი ბავშვის ორგანიზმში მაინც ხვდება მანამდე აშენებული შენობების და ავეჯის ზედაპირიდან. ეკოლოგიური დაბინძურება: ინდუსტრიული წარმოების ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებზე და ბავშვებზე. ნიადაგი: გარემოს ინდუსტრიული და საწვავის გამონაბოლქვებით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედა ფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ იმათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს. სასმელი წყალი: უფრო ნაკლები წილი მოდის სასმელი წყლიდან ტყვიით მოწამვლაზე, მაგრამ ინდუსტრიული წარმოების რაიონებში, სადაც არ იცავენ ნარჩენების უსაფრთხო იზოლაციის წესებს, წყალი შეიძლება დაბინძურდეს. საკვები: ადამიანის ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მატება ხშირია საკვებიდან. დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან ტყვია პროდუქტებში ხვდება. ამავე დროს, ტყვიის დონე საკვებში მატულობს ტყვიის შემცველი შესაფუთი კონსერვის ქილებიდანაც.
რა უნდა ვქნათ, თუკი ტყვიით მოწამვლზე გვაქვს ეჭვი?თუ თვლით, რომ თქვენს შვილს შეიძლება ტყვიით მოწამვლა ჰქონდეს, მიმართეთ ექიმს. მოითხოვეთ ტყვიის შემცველობაზე სპეციალური სისხლის ანალიზი. თუ ანალიზმა უჩვენა ტყვიის დასაშვებზე მეტი კონცენტრაცია, ექიმი ბავშვს დაუნიშნავს შესაბამისი მკურნალობის კურსს. ამავე დროს, მოთხოვეთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეამოწმონ თქვენი საცხოვრებელი რაიონის ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროები და გამოიკვლიონ ტყვიის ნიადაგში შემცველობა.
რა შემიძლია გავაკეთო როგორც მშობელმა, რათა დავიცვა ბავშვი ტყვიით მოწამვლისაგან?
|
|||||||||||||||||||||
შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ
გამოგზავნეთ:
webmaster@icc.ge |